იუვენტუსი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-სამწუხაროდ
No edit summary
ხაზი 95:
1931/32/33/34/35 წლებში “იუვენტუსმა” ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სერია A. ამ ტრიუმფებს შორის კი, 1933 წელს ტურინში მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი სტადიონი “სტადიო კომუნალე” ააგეს და “ბებერი ქალბატონიც” მასზე გადაბარგდა და “წითელ ვარსკვლავზე” გადასვლამდე სწორედ იქ ბურთაობდა (“ტორინოსთან” ერთად). იმ პერიოდში მიიღო კლუბმა პირველი საერთაშორისო გამოცდილებაც. ”იუვე” სხვა ქვეყნების კლუბებს არცთუ ისე წარუმატებლად შეეჭიდა.
 
ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგების შემდეგ 1935 წლის 15 ივლისს ყველასათვის ედუარდო ანიელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ამას იტალიის ჩემპიონატში თხუთმეტწლიანი პაუზა მოჰყვა. ”იუვენტუსმა” იქამდე ვეღარ შეძლო სერია A-ს მოგება სანამ კლუბის სათავეში ანიელების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა.
იქამდე კი ტურინელები იტალიის თასის მოგებით დაკმაყოფილდნენ. 30-იანი წლების მიწურულს კლუბში ალფრედო ფონი და [[პიეტრო რავა]] გამოირჩეოდნენ.1938 წელს ისინი “სკუადრა აძურასთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ. თუმცა მუნდიალამდე ცოტა ხნით ადრე, მათი ძალისხმევით “იუვენტუსმა” პირველად შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება. 1942 წელს “ბებერმა ქალბატონმა” ეს მიღწევა გაიმეორა. აქედან ხუთ წელიწადში კი კლუბის პრეზიდენტად [[ჯოვანი ანიელი]] დაინიშნა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი მმართველობის პერიოდში “იუვენტუსმა” 15-წლიანი ნავსი გატეხა და კვლავ მოახერხა სკუდეტოს მოგება.