სულორი ვანი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
XX საუკუნის დასაწყისიდანვე, საქართველოში ფეხბურთის პოპულარიზაცია დაიწყო, განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი ამან საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში მიიღო, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა დასახლებებს გამოჰყავდათ არაპროფესიონალური ნაკრები გუნდები, რომლებიც ერთმანეთში ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. ვანში 1932 წლიდან არსებობდა საფეხბურთო კლუბის პირველადი ჩანასახი, რომელიც ისევე როგორც სრულიად საქართველოს საფეხბურთო კლუბები ვერ ვითარდებოდნენ სამამულო ომისა და სხვადასხვა სახის სიდუხჭირის გამო.
 
1953 წელს კლუბი საქართველოს ჩემპიონატში სპარტაკის სახელით გამოდიოდა.<ref>[http://www.footbook.ru/index.php?tid=823&doc=2&type=2&lid=2869&cid=38 1953 - 15 чемпионат СССР, <small>КФК, чемпионат Грузинской ССР, 3 группа, 3 подгр.</small> ''footbook.ru'']</ref>. 1956 წლიდან კლუბს ამჟამინდელი სახელი ეწოდა, საქართველოს ჩემპიონატში კი განსაკუთრებული შედეგების გარეშე აგრძელებდა ასპარეზობას. 1969 წელს სულორმა პირველად მოიპოვა საქართველოს სსრ ჩემპიონის ტიტული მოიპოვადა 1970 წელს ასპარეზობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის მეორე ლიგაში განაგრძო, თუმცა გუნდმა 18 გუნდში მეათე ადგილი დაიკავა, რაც ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა და შემდეგი სეზონი კვლავ ადგილობრივ ჩემპიონატში დაიწყო.<ref>[http://wildstat.ru/p/2097/ch/URS_4_1970_R22/stg/all/tour/last Чемпионат СССР 1970, класс Б, <small>РСФСР, 2-я зона, 2-я подгруппа</small> ''footbook.ru'']</ref>
 
შემდეგი ტიტული იყო [[საქართველოს თასი]], როდესაც გათამაშების ფინალურ მატჩში [[კახეთი თელავი (საფეხბურთო კლუბი)|თელავის კახეთს]] სძლია 2:0. ეს მატჩი 1980 წლის 24 აგვისტოს [[დინამო არენა|დინამოს]], იმ დროს ლენინის სახელობის სტადიონზე გაიმართა. გუნდმა წარმატება 1981 წელსაც გაიმეორა და კვლავ მოიპოვა საქართველოს თასი.