აინუური ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
-სამწუხაროდ
ხაზი 19:
== ენობრივ–პოლიტიკური სიტუაცია იაპონიაში ==
 
1990–იან წლებში [[იაპონია]]ში ნელ–ნელა დაიწყო დისკუსია აინუს უმცირესობის ენობრივი მდგომარეობის შესახებ. 1994–დან 1998–მდე აინუს ხალხს უფლება დართეს ჰყოლოდა საკუთარი წარმომადგენელი ([[იაპონური ენა|''იაპონ''.]] '''萱野 茂''' [''Kayano Shigeru''] – '''კაიანუ შიგერუ''') იაპონიის პარლამენტში, რომელიც ამ [[ეთნოსი]]ს უფლებებს დაიცავდა. სწორედ '''კაიანუ შიგერუმ''' დააყენა საკითხი აინუს ხალხის მიმართ მეტი ყურადღების შესახებ და ამასთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა. 1997 წელს მიღებულ იქნა კანონი აინუს ხალხისა და აინუური ენის შესახებ , ანუ '''აინუ შიმპო''' (''Ainu Shimpō''). სამწუხაროდ, აინუური ენის ფაქტობრივი მდგომარეობა დიდად არაფრით შეცვლილა, რადგან ამ კანონის არ ხალხში გატანასა და მის გახმოვანებაზე მაინცადამანიც არ უზრუნიათ.
 
1997 წლიდან გამოდის '''"აინუ ტაიმს'''ი", ხოლო 1998 წელს აინუურ ენაზე მაუწყებლობას შეუდგა რადიო–გადაცემა, რომელი [[ჰოკაიდო|ჰოკაიდოზე]] ვრცელდება. ამასობაში იზრდება აინუური ენის შესწავლის მსურველ [[იაპონელები|იაპონელთა]] რიცხვი, სხვადასხვა ქალაქებში გამოიცემა აინუური ენის სახელმძღვანელოები და ლექსიკონები.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აინუური_ენა“-დან