რომა (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
95.104.29.7-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
-სამწუხაროდ
ხაზი 42:
ომის შემდეგ წლებში რომამ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება. რომა მომდევნო ხუთი სეზონი ცხრილის დაბალ საფეხურებზე იმყოფებოდა, სანამ სერია B-ში არ ჩამოქვეითდა 1950-51 წლების სეზონისათვის. სერია B-დან კლუბი ჯუზეპე ვიანიმ ამოიყვანა.
 
სერია A-ში დაბრუნების შემდეგ რომა სტაბილურად ხვდებოდა ცხრილი ზედა საფეხურებზე. კლუბში იმ დროისათვის იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ეგისტო პანდოლფინი, დინო და კოსტა და დანიელი განაპირა მცველი ჰელგო ბრონიე. ამ შემადგენლობის საუკეთესო მიღწევა ის იყო, რომ 1954-55 წლების სეზონზე, ინგლისელი იესე კარვერის ხელმძღვანელობით, მეორე ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, რაც უდინეზე კორუპციის გამო სერია ბეში დააქვეითეს. სამწუხაროდ, მომდევნო 4 ათწლეულის განმავლობაში რომამ ვერ შეაღწია ტოპ ოთხეულში. თუმცა, გუნდს წარმატებები ჰქონდა თასზე. მათი პირველი ტიტული ქვეყნის გარეთ იყო საქალაქთაშორისო ბაზრობათა თასი, რომელიც მათ 1961-62 წლების სეზონზე მოიპოვეს. რომამ ფინალში დაამარცხა [[ბირმინგემ სიტი]] ანგარიშით 4-2. რამდენიმე წლის შემდეგ რომამ პირველად მოიგო კოპა იტალია. 1963-64 წლების სეზონზე რომამ დაამარცხა ტორინო მინიმალური ანგარიშით, 1-0.
 
1964-65 წლების სეზონის შემდეგ კლუბის მენეჯერმა ხუან კარლოს ლორენცომ განაცხადა, რომ კლუბს არ შეეძლო ფეხბურთელებისათვის ხელფასების გადახდა. გულშემატკივრებმა გადაარჩინეს კლუბი, რომლებმაც შეაგროვეს საკმარისი თანხა კლუბის არსებობის გასაგრძლებელად. არჩეულ იქნა ახალი პრეზიდენტი ფრანკო ევანგელისტი.