გეორგიევსკის ტრაქტატი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
-სამწუხაროდ
ხაზი 75:
ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებას შორს მიმავალ გეგმებს უკავშირებდა. ჯერ ერთი, იგი იმედოვნებდა, რომ ძლიერი მფარველის დახმარებით ქართლ-კახეთში ლეკიანობა საბოლოოდ აღიკვეთებოდა და ქვეყანას საშუალება მიეცემოდა, ფართო აღმშენებლობითი მუშაობა გაეშალა, აგრეთვე, შეიქმნებოდა შესაძლებლობა, მოეშალათ ლეკიანობის ბუდე ჭარ-ბელაქანსა და კაკ-ელისენში და ეს ძირძველი ქართული ტერიტორია (საინგილო) კვლავ საქართველოს შემოუერთდებოდა. ასევე რუსეთ-თურქეთის მომავალ ომში ერეკლეს იმედი ჰქონდა, რომ მესხეთის მიწა-წყალსაც დაიბრუნებდა. რუსეთის მხარდაჭერით განმტკიცდებოდა ერეკლეს მფარველობა მეზობელ მაჰმადიანურ სახანოებზე.
 
მაგრამ, სამწუხაროდ მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა. თურქეთის სულთანმა საქართველოს რუსეთთან დაკავშირებაში თავისთვის დიდი საფრთხე დაინახა და მთელი თავისი ძალებით ამოქმედდა. მან კავკასიის მაჰმადიანურ სახანოებს და დაღესტნის მთავრებს მოუწოდა აღმდგარიყვნენ მაჰმადიანობის დასაცავად და ამიერკავკასიაში ქრისტიანული რუსეთის დამკვიდრების წინააღმდეგ ერთობლივად საბრძოლველად. უპირველეს ყოვლისა, მოუწოდა, დაეწყოთ ლაშქრობა ქართლ-კახეთის სამეფოზე. ახალციხის საფაშო ოსმალთა აგრესიის ბაზად იქცა. აქ თავს უყრიდნენ ავაზაკთა ბრბოებს და საქართველოსკენ სათარეშოდ უშვებდნენ. მტრის [[მარბიელი]] ლაშქარი საქართველოს ყოველი მხრიდან ესხმოდა თავს. რუსეთის მიერ გამოგზავნილი 2 ბატალიონი და ერეკლეს სამხედრო ძალა ამ გამუდმებულ თავდასხმებს ვერ აუდიოდა. ამას დაერთო 1785 წელს ხუნძახის ბატონის ომარ-ხანის 20 000-იანი ლაშქრის შემოსევა, რომელმაც მიწასთან გაასწორა ახტალის სამთამადნო წარმოება და ტყვედ წაასხა მადნის მომპოვებელი რამდენიმე ასეული ხელოსანი. ერეკლე იძულებული შეიქნა ომარ-ხანისთვის 10 000 მან. გადაეხადა და, ამავე დროს, ყოველწლიური „ჯამაგირი“ — 5 000 მან. განეწესებინა.
 
საქართველოსთვის ამ მძიმე პერიოდში თავი აიშვა საშინაო რეაქციამაც. დიდებული თავადები კარგად ხედავდნენ, რომ ერეკლე მეფე რუსეთთან ურთიერთობას უკავშირებდა ქვეყანაში პროგრესული ცვლილებების გატარებას, რაც, საბოლოოდ, მათი უფლებების შეკვეცით უნდა დამთავრებულიყო. შეშფოთებულ თავადებს თანაუგრძნობდა ერეკლეს მეუღლე, დედოფალი დარეჯანი. ეს ერთობ შეზღუდული და ინტრიგების დახლართვაში გამოცდილი ქალი, მხოლოდ თავისი პირადი და თავისი შვილების კეთილდღეობისთვის ზრუნავდა. მას ამ მიზნისთვის არაფრად მიაჩნდა ქვეყნის მომავლის მსხვერპლად მიტანა. ისინი დაჟინებით ურჩევდნენ უკვე მოხუცებულობაში გადამდგარ მეფეს, გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და ისევ თურქეთთან შეთანხმება ეცადა.