საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა/შესწორდა ილუსტრაცია
No edit summary
ხაზი 18:
[[1993]] წლიდან ქართული კლუბები ევროპის საკლუბო ტურნირებში მონაწილეობენ, [[1994]] წლიდან კი საქართველოს ეროვნული და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები [[ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი|ევროპის]] და [[ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატების]] შესარჩევ ეტაპებზე გამოდიან.
 
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი სფფ-ის დაარსების დღიდან, 1990 წლის 15 თებერვლიდან იყო [[ნოდარ ახალკაცი]], რომელიც ორჯერ აირჩიეს და გარდაცვალებამდე, [[1998]] წლის 24 იანვრის ჩათვლით ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მეორე პრეზიდენტი იყო [[მერაბ ჟორდანია]], რომელიც ასევე ორჯერ აირჩიეს. 2005 წლის 11 ივნისიდან 2007 წლის 13 მაისამდე თანამდებობა [[ნოდარ ახალკაცი (უმცროსი)|ნოდარ ახალკაცს]] (უმცროსი) ეკავა. 2007 წლის 13 მაისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს გიორგი ნემსაძე, რომელმაც 1 დღეში სკანდალურად დატოვა თანამდებობა და კვლავ ნოდარ ახალკაცი (უმცროსი) აირჩიეს თანამდებობაზე, რომელსაც ეს თანამდებობა ამჯერად 2009 წლის 17 სექტემბრამდე ეკავა და შემდეგ პოსტი ეროვნულ ნაკრების მიერ შესარჩევ ციკლში ნაჩვენები არასახარბიელო შედეგის გამო დატოვა<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/archive/geo-%20news/20090917/1001/1001.html?id=1825053 ახალკაცმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა ''radiotavisupleba.ge'']</ref>. 2009 წლის 1 ოქტომბრიდან 2015 წლის 7 სექტემბრამდე<ref>[http://sputnik-georgia.com/sport/20150907/228491421.html ზვიად სიჭინავა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა ''sputnik-georgia.com'']</ref> ფედერაციის პრეზიდენტი იყო [[ზვიად სიჭინავა]], გენერალური მდივანი [[რევაზ არველაძე]]. 2015 წლის 3 ოქტომბერს პრეზიდენტად აირჩიეს [[ლევან კობიაშვილი]].<ref>[http://www.tabula.ge/ge/story/100126-saqartvelos-fexburtis-federaciis-prezidenti-levan-kobiashvili-gaxda საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახდა]. ''ტაბულა.ge'' 3.10.2015</ref>, [[13 ოქტომბერი|13 ოქტომბრიდან]] გენერალური [[მდივანი|მდივნის]] თანამდებობა [[დავით მუჯირი|დავით მუჯირმა]] დაიკავა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგინა. მანამდე, გენერალური მდივნის პოსტს დიმიტრი ბოკერია ბოლო ერთი თვის განმავლობაში იკავებდა.
 
==საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები==