მანჯურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36:
კომუნიზმი მანჯურიაში:1949 წელს ჩინეთში მოხდა კომუნისტური რევოლუცია. ქვეყანა  გახდა სახალხო რესპუბლიკა. ცვლილებები მანჯურიაშიც დაიწყო. თავდაპირველად მათ აგროსფეროს რეორგანიზება დაიწყეს. შემდეგ ინდუსტრიალიზაცია და საბოლოოდ ეს ტერიტორია მთელი ჩინეთისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ თუ სასოფლო–სამეურნეო ცენტრად აქციეს. თუმცა ყველა ის უარყოფითი მხარე რაც ახასიათებს მსგავს რეჟიმებს ამ შემთხვევაშიც აქტიურად მოქმედებდა.<ref name=":0" />
 
=== '''მანჯურიის სოფლიოს მეურნეობა''' ===
მანჯურიის სოფლიოს მეორნეობა შეიძლება დავყოთ ორ პერიოდად: კომუნისტებამდე პერიოდი და კომუნისტების შემდგომი პერიოდი. 
 
==== კომუნისტებამდე პერიოდი ====
მანჯურიის რეგიონი დაყოფილია 4 ნაწილად,როგორც მისი ფიზიკური კონფიგურაცია. სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილი, რომელიც მდინარე იალუს აუზშია განთავსებული მთებითაა გარშემორტყმული, სადაც სტერილური ნიადაგია ოდნავი ხრეშით.  ეს ტერიტორია მჭიდროდ არის დასახლებული და ყოველი სახნავ–სათესი მიწის ნაკვეთი დამუშავებულია. სამხრეთ–დასავლეთ ნაწილში მოქცეულია მდინარე ლიაო. ზოგ ნაწილში მდიდარი ნიადაგია, ხოლო სანაპირო ზოლსა და დაბლობებში ქვიშიანი და მარილიანი. ეს რეგიონი კარგად არის გაშენებული, თუმცა პრობლემა ის არის, რომ მდინარეს ტერიტორია არაერთხელ წაულეკავს.  მანჯურიის ცენტრალური ნაწილი საუკეთესო სასოფლო–სამეურნეო რეგიოანია, რადგან მოედინება მდინარე ჰურკა და სუნგარი, რომლებიც ამ ტერიტორიას  რწყავენ. ჩრდილოეთ ნაწილი ირწყვება მდინარე სუნგარით, ამურისა და ნონნისით. ამ ნაწილში ნიადაგი არის მდიდარი, მაგრამ მეჩხერად დასახლებული.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანჯურია“-დან