აფრო-ამერიკელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 164:
აფრო-ამერიკელები შეიძლება შეგვხვდნენ ამერიკელი მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში. თუმცა, აღსანიშნავია ფაქტია ის, რომ აფრო-ამერიკელთა უმეტესობა აშშ-ს დომინანტური საზოგადოების სოციალური კულტურის გარეთ. დაახლოებით 130 წლის განმავლობაში, რაც აფრო-ამერიკელები გათავისუფლდნენ, მათ არ ჰქონდათ არც სიმდიდრე და არც პერსპექტივა მის მოსაპოვებლად. აფრო-ამერიკელებმა უარყვეს გარკვეული წესები და რეგულაციები, რომლებიც განკუთვნილი იყო დისკრიმინირებული ადამიანებისთვის, აფრო-ამერიკელები კი დაბადებიდან სწორედაც რომ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან. თანასწორობისათვის ბრძოლაში მონაწილეები ძირითადად იყვნენ NATIONAL ASSOCIATION FOR THE ADVANCEMENT OF COLORED PEOPLE ( NAACP ) და URBAN LEAGUE. ამ ორმა ორგანიზაციამ აფრო-ამერიკელი მოსახლეობის სოცილურ ინტეგრაციაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. NAACP არა მხოლოდ ძირითადი სამოქალაქო უფლებათა ორგანიზაციაა, არამედ იგი უძველესიც გახლავთ. თანასწორობისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის ისტორია ლეგენდარულია. სარგუდ მარშალი იყო პირველი აფრო ამერიკელი, რომელიც იყო უზენაესი სასამართლოს წევრი და ორგანიზაციის ყველაზე ცნობილი ადვოკატი. მას ჰქონდა 24 სასამართლო ქეისი უზენაეს სასამართლომდე , როგორც ადვოკატს, რომელთაგანაც 23 მოიგო. თუმცა მთლიან აფრო-ამერიკელთა მოსახლეობის ოფიციალური ორგანიზაცია არ არსებობს და არც მასობრივი მოძრაობა, რომელიც ხალხთა უმეტესობის ინტერესებზე საუბრობს. NAACP ყველაზე ახლოს დგას ორგანიზაციასთან, რომელიც დაკავებულია რასიზმის, დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლით. ადგილობრივ დონეზე ბევრ გაერთიენებას აქვს ჩამოყალიბებული უხუცესთა კომიტეტები , რომლებიც პასუხისმგებლები არიან გაერთიანებათა სხვადასხვა ქმედებაზე. ეს კომიტეტები არიან არაოფიციალური, თუმცა ისინი განაგებენ თუ რა პოლიტიკური თუ სოციალური ხედვა ექნება ამ კონკრეტულ გაერთიანებას.
 
==== '''პოლიტიკური ორგანიზაცია''' ====
აფრო-ამერიკელები თავისუფლად იღებენ მონაწილეობას ქვეყნის ორ დომინანტ პოლიტიკურ პარტიაში , ესენია: დემოკრატები და რესპუბლიკელები. აფრო-ამერიკელთა უმეტესობა დემოკრატია. ეს არის ფრანკლინ დელანო  რუზველტისა და ახალი კურსის დემოკრატების ერის გამოძახილი, რომლების ზრუნავდნენ სოციალურ სამართლიანობასა და პატივისცემაზე „უბრალო“ ხალხისთვის. 6 ათასი აფრო-ამერიკელი არსებობს , რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს შეერთებული შტატების არჩევნებში. მათ შორის არიან ვირჯინიის გუბერნატორი, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის, ფილადელფიისა და დეტროიტისს მერები. ჩიკაგოს წინა მერიც აფრო-ამერიკელი გახლდათ. საინტერესოა ისიც, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევნდელი პრეზიდენტი,  ბარაკ ობამაც, სწორედ რომ აფრო-ამერიკელია. ცენტრალურ ქალაქებში აფრო-ამერიკელ მოსახლეობას დიდი გავლენა აქვს ძველი ქალაქების პოლიტიკურ პროცესებზე. ეროვნული დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არის აფრო-ამერიკელთა შთამომავალი და ზოგიერთი გამოჩენილი ადამიანი პარტიებში ასევე აფრო-ამერიკელები გახლავთ. ისინი რესპუბლიკელთა პარტიაშიც გვხვდებიან, მაგრამ არა ამ დოზით და ამის მიზეზი ალბათ გასაგებიცაა, ის, რომ აფრო-ამერიკელთა უმეტესობა დემოკრატია და არა რესპუბლიკელი.
 
==== სოციალური კონტროლი ====