სერენ კიერკეგორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
 
კირკეგორს ადრეული ნაშრომები სხვადასხვა ფსევდონიმით ჰქონდა დაწერილი, რითაც წარმოაჩენდა სხვადასხვა შეხედულებებს და მათ ინტერაქციას ერთმანეთთან კომპლექსური დიალოგის სახით. ის იკვლევდა კომპლექსურ პრობლემებს სხვადასხვა ხედვიდან გამომდინარე, ყოველივეს სხვადასხვა ფსევდონიმით. მისი ბევრი ნაშრომი, რომელიც მას საკუთარი სახელით აქვს დაწერილი ეძღვნება "მარტოხელა ინდივიდს", რომელსაც შესაძლოა სურდეს მისი ნაშრომების მნიშვნელობის გაგება. აღსანიშნავია მისი მოსაზრება, რომელსაც ის ამგვარად აჟღერებს: "მეცნიერებასა და განათლებას სურს გვასწავლოს, რომ ობიექტად გახდომა არის გზა. ქრისტიანობა კი გვეუბნება, რომ გახდე სუბიექტური, გახდე სუბიექტი, არის გზა." მაშინ როცა, მეცნიერები სწავლობენ სამყაროს დაკვირვების გზით, კირკეგორი ემპათიურად უარყოფს, რომ დაკვირვებით შესაძლებელია გამჟღავნდეს სამყაროს სულის შინაგანი შრომა.
 
კირკეგორის რამდენიმე ძირითადი კონცეფცია მოიცავს "სიმართლეს, როგორც სუბიექტურობას", რწმენის რაინდს, დიხოტომიის განმეორებადობას, შიშს, უზენაესის თვისებრივ განკერძოებას, რწმენას როგორც ვნებას და ცხოვრების გზის სამ ეტაპს. კირკეგორის ნაშრომები დანიურად არის დწერილი და თავდაპირველად, ის მხოლოდ სკანდინავიელებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა, მე-20 საუკუნისთვის მისი ნაშრომები გადაითარგმნა მთავარ ევროპულ ენებზე, როგორიცაა ფრანგული და გერმანული. მე-20 საუკუნის შუა წლებიდან მისმა ნაშრომებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფილოსოფიაზე, თეოლოგიაზე და დასავლურ კულტურაზე.
 
== ლიტერატურა ==