მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
92.51.116.159-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა M.-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
'''მთისპირის ბენტონიტური თიხის საბადო''' — [[ბენტონიტური თიხა|ბენტონიტური თიხის]] საბადო სოფელ [[მთისპირი|მთისპირში]], [[გურიის მხარე]]ში.
 
==საბადოს დახასიათება==
60 მილიონი წლის წინ, [[პალეოგენი|პალეოგენურ პერიოდში]] ([[კაინოზოური ჯგუფი]]) წყალქვეშა ვულკანების ფერფლის ზღვის წყლის პირობებში დალექვის შედეგად წარმოიშვა თიხა, რომელიც მთისპირის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. საბადო ჰიდროთერმული წარმოშობისაა და შედგება ორი უბნისაგან: ციხისუბნის და ვანისქედის უბნები.
 
ციხისუბნის საბადო პირველად შესწავლილი იქნა 1930 წელს, უფრო დეტალურად კი 1947-48 წლებში.1952 წელს ჩატარდა დამატებიი ძიება. საბადოს ზედა ნაწილში განლაგებულია თიხა სახელწოდებით „ასკანგლინი“, ქვედა ნაწილში კი „ასკანგელი“. ასკნაგლინის მრეწველობაში გამოყენებისთვის საჭიროა მისი დამუშავება. დამუშავებულ ასკანგლინს „ასკანიტს“ უწოდებენ. ასკანიტი გამოიყენება [[ნავთობი]]ს გადამუშავების ტექნლოგიურ პროცესში.
 
„ასკანგელის“ თვისებაა დიდი რაოდენობით წყლის შეწოვა, ის წარმოადგენს ბუნებრივ კოლოიდს. ასკანგელი გამოიყენება ნავთობის ჭაბურღილების ბურღვის სამუშაოთა დაჩქარებისა და გაიაფებისთვის. ასკანგელი ასევე გამოიყენება [[მანქანათმშენებლობა]]ში. ასკანგელისა და [[ტალკი]]ს შერევით მზადდება საღებავი ნივთიერება „ტალასკანი“. ასკანგელი გამოიყენება [[კერამიკა|კერამიკულ]] წარმოებაში, [[საპონი|საპნის]]ა და საფეიქრო მრეწველობაში, [[ღვინო|ღვინისა]] და [[ძმარი|ძმრის]] საწმენდად, [[დინამიტი]]ს წარმოებაში.
 
==საბადოს ისტორია==
თიხის საბაბოდ წარმოშობის შესახებ სხვადასხვა შეხედულება არსებობს: 1) თიხები წარმოშობილია ტრაქიანდეზიტურ ტუფებზე ჰიდროთერმული მოქმედებებით. 2) თიხების წარმოშობა უკავშირდება მიწის ქერქის გამოფიტვას. 3) თიხები წარმოშობილია ზღვიური აუზის ფსკერზე სხვადასხვა შემადგენლობის ხსნარების ზემოქმედების შედეგად.
 
საბადოს მეცნიერულ შესწავლამდე სოფელ [[მთისპირი]]ს მოსახლეობა თიხას თავის დასაბანად იყენებდა და ბაზარში გასაყიდად დაჰქონდა. [[1916]] წელს გეოლოგმა [[ალექსანდრე თვალჭრელიძე]]მ ნახა ბაზარში გასაყიდად გამოტანილი თიხა და მიხვდა, რომ ძვირფას რამეს წააწყდა. თიხას „ასკანიტი“ უწოდეს, რადგანაც მაშინ მთისპირი [[ასკანა|ასკანის]] [[თემი|სასოფლო საზოგადოებაში]] შემადგენლობაში შედიოდა. 1932 წელს აღმოჩნდა ასკანის [[ბენტონიტური თიხი]]ს საბადო.
 
საბჭოთა ხელისუფლება სოფელ მთისპირში არსებული საბადოთი 1930-იანი წლებიდან დაინტერესდა. მინერალურ ნედლეულთა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუში ასკანიტის შესასწავლად მოეწყო სპეციალური ქარხანა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტექნოლოგი, პროფესორი ფილატოვი. ინსტიტუტმა გამოიკვლია, რომ ასკანიტი გარდა ძირითადი დანიშნულებისა, ფართოდ შეიძლება იყოს გამოყენებული [[პარფიუმერია]]ში. საბადოს დამუშავება დაიწყო 1946 წელს. [[1952]] წლიდან უკვე საწარმომ დაიწყო დაიწყო ფუნქციონირება. მალე თიხებზე მოთხოვნა გაიზარდა და [[1959]] წელს [[ოზურგეთი|ოზურგეთში]] აშენდა თიხის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებდა ორი სახის პროდუქციას: ბენტონიტი ღვინის მრეწველობისათვის და საყალიბე თიხა. გამოშვებული პროდუქცია მიეწოდებოდა ყოფილი სსრკ–ს წამყვან საწარმოებს ავტოვაზი (ტოლიატი), [[იაროსლავლი]]ს მანქანათმშენებლობის ქარხანა, კამაზის ავტოქარხანა, გორკის ავტოქარხანა, კრაზის ავტოქარხანა და ბელორუსის მანქანათმშენებელი ქარხნები და ასევე იგზავნებოდა საზღვარგარეთ. მას იყენებდნენ სსრკ–ში არსებული ღვინის ქარხნები, ზეთებისა და ცხიმების გადამამუშავებელი საწარმოები და სხვა საწარმოები. ასკანის ბენტონიტი გამოყენებული იქნა [[ეგვიპტე]]ში, [[ასუანის კაშხალი|ასუანის კაშხლის]] მშენებლობაში, როგორც ჰიდროსაიზოლაციო მასალა.
 
1996 წელს საბადოზე წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია შეისყიდა [[საბერძნეთი|ბერძნულმა]] კომპანიამ „სილვერ ენდ მაინინგ კომპანიმ“. ასკანიტის საბადოს მარაგი თავიდან შეადგენდა 10 მლნ. ტონას, დღეს დარჩენილია 4,800 მლნ. ტონა. საბადოს ამოქმედებამ სოფლის რელიეფში ცვლილებები შეიტანა. საბადოს ამუშავების გამო დაიცალა ყოფილი სოფელი ციხისუბანი. [[1982]] წელს კარიერის ერთ-ერთ ფრთაზე წარმოიშვა [[მეწყერი]]. საბადოს ტერიტორიაზე [[1986]] წელს აღმოაჩინეს სასარგებლო წიაღისეული - ტრაქტიტები, მაგრამ მისი მოპოვება არ ხდება. 2010 წლიდან წიაღისეულის მოპოვებას აწარმოებს აგრეთვე კომპანია „მთისპირი 2010“.
 
==ლიტერატურა==
*''ელ. ვასაძე'', „ასკანის ბენტონიტური თიხები“, გაზეთი „ლენინის დროშა“, N79 გვ3-4 — 1958 წ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://mtispiribent.ge/ შ.პ.ს. მთისპირი 2010]
 
[[კატეგორია:საქართველოს საბადოები]]