ასურეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
[[ფაილი:Map of Assyria.png|მინი|300პქ|პირველი იმპერიის – ასურეთის რუკა]]
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ასურეთი''' (ასუეთი<nowiki/>{{lang-arc| ܐܬܘܪ}}; {{lang-he| אשור}}; {{lang-am| አሦር}}; {{lang-el| Ασσυρία}}) — ძველი სახელმწიფო დღევანდელი [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა [[ძვ. წ. II ათასწლეული|ძვ. წ. II ათასწლეულში]] [[შუამდინარეთი]]ს ჩრდილოეთ ნაწილში მდინარე ევრატს და ტიგროს შუა და იარსება [[ძვ. წ. VII საუკუნე|ძვ. წ. VII საუკუნის]] ბოლომდე. ამ დროს ასურეთის მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა [[ბაბილონეთი|ბაბილონი]]ს მოსახლეობისაგან. [[სემიტური ენები|სემიტურ ენათა]] ოჯახში შემავალი [[ასურული ენა]] ერთიანი ასურულ-ბაბილონური ანუ აქადური ენის დიალექტია.
 
ასურელები თაყვანს სცემდნენ ბაბილონის ღვთაებათა მთელ პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაებას — ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა „ასურის ქვეყნად“, ე. ი. ასურეთად იწოდებოდა. სახელმწიფოს დედაქალაქი ასური მდებარეობდა მდინარე [[ტიგრი]]ს ნაპირზე. საკუთრივ ასურეთს თავდაპირველად ეკავა საკმაოდ მცირე ტერიტორია ტიგრის ზემო წელზე; სამხრეთით, დაახლოებით, მდინარეების ქვემო ზაბისა და ტიგრის შესართავიდან აღმოსავლეთ ზაგროსისა და ჩრდილო-დასავლეთით მასიოსის მთებამდე. დასავლეთიდან ამ ვიწრო ზოლს ემიჯნებოდა სირია-მესოპოტამიის ვრცელი უდაბნო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ასურეთი“-დან