მენშევიკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Otogi გვერდი „მენშევიკი“ გადაიტანა გვერდზე „მენშევიკები“ გადამისამართებაზე:...
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mensevikii.jpg|right|thumb|300px|[[პავლე აკსელროდი]], [[იულიუს მარტოვი]] და [[ალექსანდრე მარტინოვი]], სტოკჰოლმში (16 მაისი, 1917.)]]
'''მენშევიკიმენშევიკები''' ([[რუს.]] меньшеви́к, წარმოებული სიტყვიდან „''меньшинство''“, „უმცირესობა“) [[რსდმპ|რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის]] მენშევიკთა ფრაქციის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა [[ლ. მარტოვი]]. ორ ფრაქციად გაყოფა მოხდა პარტიის მეორე კონგრესზე [[ლონდონი|ლონდონში]] [[1903]] წელს.
 
რსდმპ-ს მეორე ფრაქცია იყო [[ბოლშევიკი|ბოლშევიკების]] ფრაქცია, [[ლენინი]]ს ხელმძღვანელობით. მენშევიკებისგან განსასხვავებლად, ბოლშევიკებმა ოფიციალურად აიღეს აკრონიმი „რსდმპ (ბ)“ („''РСДРП (б)''“). თუ ბოლშევიკების რიგებში მარქსიზმის თეორიტიკოსები იყვნენ მხოლოდ ლენინი, [[სტალინი]] და [[ნიკოლოზ ბუხარინი]], მენშევიკების წამყვანი იდეოლოგები იყვნენ [[გიორგი პლეხანოვი]], ლ. მარტოვი, [[ნიკოლოზ ჩხეიძე]], [[ფიოდორ დანი]]. მენშევიკების გავლენა [[რუსეთის იმპერია|რუსეთში]] ბოლშევიკებისაზე სუსტი იყო, მაგრამ [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუციის]] შემდეგ დროებით მთავრობაში მოიპოვეს დიდი უმრავლესობა (განსაკუთრებით აღსანიშნავია [[ირაკლი წერეთელი|ირაკლი წერეთლის]], ფ. დანისა და [[მიხეილ ლიბერი]]ს როლი). [[ოქტომბრის რევოლუცია|ოქტომბრის რევოლუციის]] შემდეგ, ბოლშევიკების გამარჯვებამ სერიოზულად დათრგუნა მათი გავლენა მასებზე. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში მათი საქმიანობა ხან აკრძალული, ხან დაშვებული იყო. საბოლოოდ აკრძალვის შემდეგ, ნაწილი მენშევიკებისა [[წითელი ტერორი|წითელი ტერორის]] მსხვერპლი გახდა, ნაწილი [[თეთრი ტერორი|თეთრ ტერორს]] შეუერთდა, ნაწილი ემიგრაციაში წავიდა. წერტილი ამ ყველაფერს [[დიდი წმენდა|დიდმა წმენდამ]] დაუსვა. თუმცაღა მეშევიკების იმ წარმომადგენლებმა, რომლებმაც ბოლშევიკების სასარგებლოდ შეიცვალეს პოლიტიკური შეხედულებები, არა თუ გადარჩენა შეძლეს, შემდგომში სერიოზული კარიერის გაკეთებაც შეძლეს. მაგალითად [[ანდრეი ვიშინსკი]], რომელიც გენერალური პროკურორი იყო, შემდეგ კი [[სსრკ]] საგარეო საქმეთა მინისტრი და [[სკკპ ცკ]]-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. დიპლომატიური კარიერა გაიკეთეს ასევე ''ივანე მაისკიმ'' და ''ალექსანდრე ტროიანოვსკიმ''.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მენშევიკები“-დან