ქართული ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 92.51.105.28 ცვლილებების გაუქმება (№3156912)
ხაზი 24:
==ქართული ენის გავრცელების არეალი==
[[თეიმურაზ ბატონიშვილი]]ს აზრით ქართული ენა კავკასიაში თავიდანვე წარმოადგენდა მთავარ ენას:
{{ციტირება|საბა ლოლუა|მაგარია |ძალიან|„დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 33-36}}
{{ციტირება|
4. საუწყებელ არს ესეცა, რომელ დასაბამსავე შინა ივერიისა ერნი სრულიად ყოველსა შინა ივერიასა ზრახვიდეს ქართულსა, ვინაიდგან წერილიცა სრულიად ივერიელთა საზოგადოდ მხოლოდ ქართული აქვსთ და უძველესთაცა შინა დროთა ყოველნივე ივერიელნი ხმარობდენვე ამას, ვითარცა იხილვების ისტორიაცა შინა სხვათა და სხვათა ივერიისა მემატეანეთაგან. მეტეანე ძველი [[მაეჟან სპასპეტი]]სა თქმულთაგან გვაუწყებს ამას: „კნინღა ჩვენთა ამათ მთიურთა ერთა კავკასიურთა მრავალთა ერთა და პირთა სხვათა და სხვათა ნათესავთაგან კნინღა და განირყვნეს ენაი ქართლოსიანთა, რომლითაცა თვით პირველი იგი მამაი ქართლოს, ძმანი მისნი და ყოველნი შთამომავლობანი მისნი დამტკბარ იყვნეს, აწ გადმოსახლებულნი მათ შორის სხვანი იგი უცხოსა მხრისანი აღსპოლვად მათგან სათანადო არიან“. კვალად მოთხრობისაგან [[ჯუანშერ სპასპეტი|ჯუვანშირ სპასპეტისა]] „თუმცა მეფესა ჩვენსა წინაშე მოაჯებენ უცხო მხრელნი, რომელნიცა ყმად ივერიისა სამეფოსა შეწყნარებულ იქმნეს წინაპართა მეფეთა და მმართებლობათგან ზოგი ძველთა; მაგრამ აწინდელმან ამან ბრძანებითა მეფისა, სრულმფლობელისა ჩვენისა საგანზრახომან სარკედ ყოველთა ივერიელთა წინა დაუდვეს განდევნაი მათი; ამის მიზეზისა გამო, ვინადგან მათ მიერ კნინღა და განირყვნას ქართლოსიანთა ენაი უმშვენიერესი ყოვლიტა სახითა თვისითა, რომელიცა ქართლოსით ვიდრე აქამომდე იზრახების“.
 
წმიდისა მამის ჩვენ ქართველთა მნათობისა ათონის ივერიის მამისა და წინამძღვრის [[გიორგი მთაწმინდელი|გიორგის]] მიერ მოთხრობილთა, შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან: ივერია ვინაიდგან ქვეყანისა სახელისდებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოხიისა სვიმეონ წმიდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენ ივერიელთასა წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ: „ქართლოს, რომელიცა წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესავთ-მთავარ, იგი თვით და ყოველნი ძენი, ძმანი, შთამომავალნი და ერნი მისნი მომზრახ იყვნეს ივერიულად, ესე იგი ქართულად, ზრახვითავე ამ გვარითა, რომლითაცა ვმეტყველებთ აწ.“
 
...
 
8. პირველ სრულიად აფხაზნი მომზრახ იყვნეს ქართულსა და მერმე სხვათა და სხვათა ერთა მიერ მათ შორის აღრეულთა, ესე იგი უძველესთავე შინა დროთა ხაზართა, უნთა, ალანთა და სხვათა და სხვათა ნათესავთა მათ შორის აღრევამან შერივნეს ენანი მათნი და ქართულისაცა ენისა მოლაპარაკნე იყვნეს და წიგნსა ქართულსა ხმარობდეს. ხოლო შემდგომად დაივიწყეს ქართული, და მცირედთაღა მათთგანთა უწყიან ქართული და მათ შორის მყოფთა წარჩინებულთა და თავადთა სახლთა ეგრეთვე დაუვიწყებელი აქვსთ ენაი და ქართულადვე ლაპარაკობენ და იციან აფხაზთაცა ენაი.
 
9. ხოლო სვანნი, რომელნიცა კავკასიისა მთათა შინა მოსახლენი არიან უწყიან მათ და ლაპარაკობენ ქართულსა, არამედ აქვსცა მათცა საკუთარი ენა რაიმე სხვაცა. ეგრეთვე ჯიქთა და ალანთა შორისცა იპოების ქართული, მაგრამ მათ შორის უფრო მცირედნი არიან მოლაპარაკენი ქართულისანი ჟამსა ამას.
 
10. ოვსნი, რომელნიცა არიან კავკასოს ქართლოსისა ძმისა მონათესავენი პირველად იგინიცა ქართულისა ენისა იყვნეს მოლაპარაკენი, მერმე ამათცა უძველესთავე ჟამთა შინა შეერივათ ენა ხაზართაგან, მერე სპარსთაგან და იტყვიან მათ შორის ძველადგან გერმანიელთა ერთა გადმოსახლებასაცა; მაგრამ უფრო უადრეს აფხაზთა და ოსთა შორის ეგვიპტითცა გარდამოსახლებასაცა ერისასა და ამათ ყოველთაგან სხვათა და სხვათა ნათესავთა შეერიათ ენაი; თუმცა ერთ-მეფობითსა მპყრობელობასა შინა მომზრახ იყვნეს იგინი ქართულისა ენისა და ქრისტიანობაცა სრულიად ოსთა ეპყრათ; მაგრამ აწ ჟამთა არიან არა სრულიადისა წესთა ქრისტიანებრთა მპყრობნი, თუმცაღა ოსეთისა ქვეყანათა მრავალნი არიან ქრისტეანენიცა ბერძენ ქართველთა წესითა და უწყიანცა მრავალთა ქართული ენა, რომლითაცა მომზრახეობენ.
 
11. კვალად კავკასიისა მთათა შინა მცხოვრებელნი მრავალნი არიან, რომელთაცა აქვსთ საკუთრად ენაი ქართული და სარწმუნოებაცა ქართველთავე, ესე იგი მთიულთა მოხევეთა არაგვისა საერისთოსათა, ფშაველ-ფხოველთა, ხევსურთა და თუშთა, რომელნიცა კახეთისა ნაწილსა შინა კავკასიისა მთისათა მცხოვრებ არიან. ზრახვენ ესენი ენასა ქართულსა ფრიად შვენიერად და განურყვნელად. სარწმუნოებითცა არიან ქართველთავე წესითა. ხოლო ქისტნი, რომელნიცა არიან კავკასიასა მთასავე შინა მცხოვრებნი და ღლიღვნი, რომელთაცა უწოდებენ (ანგუშტთა), ესენი არიან მესაზღვრენი ფშავთა, ხევსურთა და თუშთა არიან; მესაზღვრენი ქისტნი, ღლიღვნი და ძურძუკნი პირველ იყვნეს ენითა ქართულითა მომზრახნი, შემდგომად აღერივნეს რა მათ შორის ხაზარნი და სხვა და სხვა ნათესავნი ენაი მათი განირყვნა, ქისტნი თუმცა პირველ იყვნეს ქრისტეანენი და მრავალნი ძველნი ნაშენნი ეკკლესიანი არაინ მათ შორის, მაგრამ შემდგომად გარდაიქცეს იგინი და იქმნნეს, ვითარცა ოვსნი, არა თუ იქმნესს სხვისა სარწმუნოებისა; არამედ შერიეს მათ და დაივიწყეს წესი ქრისტეანობისა, დაივიწყეს ენაცა ქართული, თუმცა მცირედთაღა უწყიან და აქვსთ ენაი აღრეული, ვითარცა სხვათაცა აწინდელთა ერთა კავკასიურთა; ხოლო ძურძუკთა და ღლიღვთა უმეტესთა ნაწილთა მათთა აქვსთ მიღებულ სჯული მოჰმედისა ჩერქეზთა მახლობლობისაგამო; ხოლო ქისტეთიცა და ღლიღვნი, ძურძუკნი არიან ნაწილსა შინა კახეთისასა კავკასიისა მთასა შინა მცხოვრებელნი.
 
12. ლეკნი ლეკოსისა ნათესაობანი, იგინიცა ქართულისა ენისა მომზრახ იყვნეს ყოველნივე; თუმცა ძველად უწინარესვე ქრისტეს მოსვლისა იყვნეს მათ შორის სკვითთა, ხაზართა და სხვათა და სხვათა ნათესაობათაგან შემოსულნი ერნი; მაგრამ იგინი, დამტევებელნი ველთა და ვაკეთა ადგილთანი შეივლტოდეს მთათა შინა კავკასიისათა, ხევთა შეუვალთა და სიმაგრეთა და ამითი მოირიდეს უცხონი, რომელ სიმაგრეთა მათთა გამო ვერრარა ერეოდეს მათ მტერნი; მათ შორის იყო ქრისტიანობაცა, რომელიცა ეპყრათ სარწმუნოებითა ბერძენ ქართველთათა და წესითა მათითა, სცვიდენ ენასა ქართულსა, ვიდრე თემურლანგადმდე, რომელმანცა დაიპყრა იგინი, მიაქცივნა მრავლითა ტანჯვითა და სხვანი ლიქნითა და წყალობითა მრავლითა, დაუდგინნა არაბნი მოლანი, განუწესა მათ, რათა ასწავებდენ ყრმათა მათთა წერილსა არაბულსა ენისასა, მისცა მათ ბრძანება ფიცხნი არღარა კითხვად და არცაღა სწავლად ქართულისა წიგნისა და რათა არცაღა ენა ქართული იზრახებოდეს მათ შორის; მხოლოდ დაშთა ენა ქართული ლეკთა შორის ანწუხელთა, რომელნიცა დღეინდელად დღედმდე ზრახვენ ქართულსა ენასა და უწყიანცა ენა ლეკთა, გარნა განსხვავებულებს ენა მათი სხვა ლეკთაგან...|||„დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 33-36}}
 
==ისტორია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართული_ენა“-დან