ფარსმან II ქველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.133.161.51-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 57:
 
მის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე დაახლ. [[125]] წელს ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაბადოკიაში, [[130]] წლისთვის კი მას უკვე მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა; [[სომხეთის სამეფო]] იბერიის ვასალი გახდა - რამაც ძლიერ გაანაწყენა [[რომის იმპერია|რომი]]. რომის იმპერატორმა [[ადრიანე]]მ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. მალე ურთიერთობა რომსა და იბერიას შორის კიდევ უფრო გაუმჯობესდა - [[144]] წელს რომის ახალი იმპერატორის [[ანტონინუს პიუსი]]ს მიწვევით ფარსმან II ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩადის. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო [[კოლოსეუმი|კოლოსეუმში]]. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში. იბერიის გაძლიერებით უკმაყოფილო იყო [[პართია]]. დაახლ. [[150]]-[[155 ]] წლებში პართიის მეფე [[ვოლოგეზ III]]-მ ორჯერ ილაშქრა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან II-მ ორჯერვე სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი. მალე ფარსმან ქველი იმდენად გაძლიერდა რომ თვითონ ილაშქრა პართიის წინააღმდეგ მან დაამარცა ვოლოგეზ III და მისი დედაქალაქი [[ქტეზიფონი]]ც კი აიღო. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა.
 
დაახლოებით [[160]]-იან წლებში ფარსმან ქველი გარდაიცვალა, როგორც ისტორიული გადმოცემა გვაუწყებს იგი მოწამლა პართიელების მიერ მოსყიდულმა მზარეულმა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარსმან_II_ქველი“-დან