ლირიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

109.172.216.56-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა იაკობ-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
(109.172.216.56-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა იაკობ-ის მიერ რედაქტირებული ვერ...)
[[ფაილი:Lyric-poetry-Walker-Highsmith.jpeg|მინი|''ლირიკული პოეზია'' (1896), [[ჰენრი ოლივერ ვოლკერი]], [[კონგრესის ბიბლიოთეკა]], [[ვაშინგტონი]]]]
'''ლირიკა''': ({{lang-el|lyrikos}} < lyra — მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) — მხატვრული ლიტერატურის გვარი [[ეპოსი|ეპოსთან]] და [[დრამა|დრამასთან]] ერთად, უსიუჟეტო ან მკრთალსიუჟეტიან [[ლექსი|ლექსით]] ნაწარმოებში. თუ ეპოსში სინამდვილე, გმირის ცხოვრება, გადმოცემულია თხრობით, დრამაში ადამიანის ქცევა-ხასიათი ნაჩვენებია მოქმედებაში, ლირიკაში სინამდვილე განსახიერებულია პოეტის მიერ მიღებული შთაბეჭდილებების პრიზმით, გადმოცემულია ადამიანის ცალკეული განცდა, გრძნობა, აზრი, განწყობილება, მაგრამ ისე, რომ იგი არა მხოლოდ პირადული განცდა-სატკივარია, არამედ გამოსახულია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი გრძნობები. იგი შორდება განზოგადებულობით ავტორის პიროვნებას და წარმოადგენს ყველას სათქმელს.
 
ლირიკული ნაწარმოების გმირი მეტწილად ავტორია. ამიტომ ასეთი სახე გარკვეულ ცნებად იქცა, რადგან ადგილი აქვს მხატვრულ გამონაგონსაც. ის გვხვდება პროზაულ ნაწარმოებშიც (ლირიკული გადახვევა). ლირიკოსები: [[გურამიშვილი, დავით|დ. გურამიშვილი]], [[ბესიკი]], [[ბარათაშვილი, ნიკოლოზ|ბარათაშვილი]], [[წერეთელი, აკაკი|აკაკი]], [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა]], [[ტაბიძე, გალაკტიონ|გალაკტიონი]], [[გოგლა]] და სხვა.
 
== ლიტერატურა ==
1 336

რედაქტირება