არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.137.169.135 ცვლილებების გაუქმება (№3156325)
ხაზი 101:
 
== მართლმორწმუნე ხალიფები (632-661) ==
== [[632]] წელს [[მუჰამედი]]ს გარდაცვალების შემდეგ, მუსლიმანური თემის მეთაურად აირჩიეს [[აბუ ბაქრი]] ([[632]]-[[634]] წწ.), რომელმაც მიიღო „ხალიფა რასულ ალ-ლაჰის“ („ალაჰის მოციქულის მოადგილე“) წოდება. საფუძველი ჩაეყარა არაბთა სამხედრო-თეოკრატიულ სახელმწიფოს ([[632]]-[[661]] წწ.), რომლის მმართველ ხალიფებს „ალ-ხალიფა ალ-რაშიდუნას“ (მართლმორწმუნე ხალიფებს) უწოდებდნენ. ==
 
მეორე ხალიფამ [[უმარ I]]-მა ([[634]]-[[644]] წწ.), მიიღო „ამირა ალ-მუმინინას“ („მართლმორწმუნე ამირას“) წოდება, რითაც ხაზი გაესვა ხალიფის საერო ფუნქციას. ამიერიდან ხალიფები ამ ტიტულით იწოდებოდნენ. პირველმა ხალიფებმა დაასრულეს მუჰამედის მიერ დაწყებული არაბული ტომების გაერთიანება და წარმატებით მიჰყვეს ხელი დაპყრობით ომებს, რომელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი [[აბუ ბაქრი]]ს, [[უმარ I]]-ისა და [[უსმან იბნ აფანი|უსმანის]] ([[644]]-[[656]] წწ.) ხანაზე მოდის. ორი ათეული წლის მანძილზე არაბებმა დაიპყრეს [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] აღმოსავლური და [[აფრიკა|აფრიკის]] პროვინციები: [[სირია]], [[პალესტინა]], [[ეგვიპტე]] და [[ჩრდილოეთი აფრიკა]], მთლიანად დაიმორჩილეს [[ირანი]] და ბოლო მოუღეს [[სასანიანები|სასანიანთა]] [[სასანიანთა იმპერია|ირანის იმპერიას]], ამავე ხანებში დაიპყრეს [[აზერბაიჯანი]], [[სომხეთი]] და [[საქართველო]].