ხურიტები: განსხვავება გადახედვებს შორის

134.19.234.248-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
(134.19.234.248-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა BRUTE-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
{{ძველი მესოპოტამია}}
'''ხურიტები''', ''ხურის ტომები,'' [[მითანის სამეფო]]ს ძირითადი მოსახლეობა, ენობრივად [[ურარტუ]]ელთა მონათესავე ტომები. დოკუმენტურად დადგენილია მათი ბინადრობა ჩრდილო შუამდინარეთში (მდინარეების ხაბურისა და ბელიხის ზემო დინებებსა და ხეობებში), რომელიც ძველი ბაბილონური წყაროების მიხედვით, შედიოდა „სუბართუში“, სადაც ცხოვრობდნენ „სუბართელები“- საერთოდ [[ბაბილონი]]ს ჩრდილოეთით მოსახლე ეთნიკურად სხვადასხვა წარმოშობის ტომები. ვარაუდობენ, რომ ხურიტები ჩრდილოეთ [[შუამდინარეთი]]ს ძველისძველი ბინადარნი არ არიან და გადმოსახლდნენ აღმოსავლეთიდან (ზაგროსის მთიანეთიდან) ანდა ჩრდილოეთიდან ([[სომხეთი]]ს ზეგნიდან, ამიერკავკასიიდან ან ჩრდილო აღმოსავლეთ კავკასიიდან). მაგრამ გამორიცხული არ არის ხურიტების ავტოქტონობაც, მით უმეტეს, რომ ხურიტებს მიაკუთვნებენ ასიროიდულ ანთროპოლოგიურ ტიპს. ლაპარაკობდნენ ხურიტულ ენაზე, რომელიც ენათესავება ურარტუულს. სტრუქტურულად ამსგავსებენ ხან ქართველურ (ნ. ნოზაძე), ხან აღმოსავლეთ-კავკასიურ (ი. დიაკონოვი, ს. სტაროსტინი) ენებს.<ref>[http://starling.rinet.ru/Texts/hururt.pdf Дьяконов И.М., Старостин С.А._ Хуррито-урартские и восточнокавказские языки_Древний Восток: этнокультурные связи_Москва_Наука_1988]</ref> ხურიტები მშვიდობიანი გზით გავრცელდნენ წინა აზიის სხვადასხვა რეგიონში - მდინარე ტიგრის აღმოსავლეთით (არაფხასა და ნუზიში)., მდინარე ევფრატის დასავლეთით (აღმოსავლეთ ანატოლიაში, ჩრდილოეთ სირიაში და სხვაგან). ხურიტული ეთნიკური ელემენტი გავრცელებული იყო ასურეთში, ბაბილონეთში და სხვაგან. ხურიტებს უკავშირებენ [[მტკვარ-არაქსის კულტურა|მტკვარ-არაქსის ენეოლითურ კულტურას]], რომელიც ახლოსაა ხარბეთ-ქერაქის კულტურასთან (ჩრდილოეთი [[სირია]]სა და [[პალესტინა]]ში). ხურიტებმა დიდი გავლენა მოახდინეს ხეთურ კულტურასა და რელიგიაზე, მეზობელ სემიტ ტომებზე. ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარში ხურიტების ტერიტორიაზე შეიჭრა არიული ეთნიკური ჯგუფი და განიცადა ხურიზაცია (არიული კვალი შემორჩა მითანის ღვთაებათა და პირთა, კერძოდ, მეფეთა სახელებში, მეცხენეობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში). ხური-არიული მითანის დაცემის შემდეგ ხურიტების ძლიერებაც დასუსტდა. ძვ. წ. I ათასწლეულის დამდეგს ხურიტული ეთნიკური ელემენტი შემორჩა ხურიტების ყოფილ ტერიტორიაზე წარმოქმნილ [[გუზანის სამეფო]]ში, რომელიც მოგვიანებით მთლიანად არამეული გახდა.
 
აღსანიშნავია, ხურიტების კავშირი ქართველთა ტომთა გაერთიანებებთან, კერძოდ, დიაოხელებთან. [[დიაოხი|დიაოხის]] სახელწოდება და მმართველთა სახელები ხშირად ხურიტულ ელფერს ატარებს. სუფიქსი - ხი (დიაო-ხი, ტაო-ხი) ხურიტული ენის კუთვნილებაა. ამიტომ, ფიქრობენ, რომ დიაოხის მოსახლეობა ადრე [[მითანი|მითანის]] სამეფოს შემადგენლობაში იყო და ხურიტული ტომები, დიაოხის მეზობლად ცხოვრობდნენ.
 
==ლიტერატურა==