პამირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, removed: {{Link FA|fr}} using AWB
No edit summary
ხაზი 21:
| ამგებელი ქანები =
}}
'''პამირი''' ({{lang-tg|Помир}}) — მთათა სისტემა [[ცენტრალური აზია|ცენტრალურ აზიაში]]. ძირითადად მდებარეობს [[ტაჯიკეთი]]ს რესპუბლიკაში. გარდა ამისა განფენილია [[ჩინეთი]]ს, [[ავღანეთი]]სა და [[ყირგიზეთი]]ს ტერიტორიებზე. უმაღლესი [[მწვერვალი]]ა [[კონგური]] (7649 [[მ]]). ასევე მაღალი მწვერვალებია [[ისმაილ სამანის პიკი]] (7495 [[მ]]), [[იბნ სინას პიკი]] (7165 [[მ]]), [[კორჟენევსკაიას პიკი]] (7105 [[მ]]), [[დამოუკიდებლობის პიკი]] (69746940 [[მ]]). პამირი გამოირჩევა ალპური ტიპის ქედებით, ღრმა ხეობებითა და [[რელიეფი]]ს ძველ მყინვარული ფორმებით. პამირის მთიანეთისთვის დამახასიათებელია მკაცრი კონტინენტური [[ჰავა]], რის ფონზე განვითარებულია მძლავრი გამყინვარება. პამირში ათასობით [[მყინვარი]]ა, რომელთა სიგრძე ხშირად ათეულ [[კმ]]-ს აღწევს. პამირში მაღალმთის, მკაცრი, მკვეთრად კონტიენტური ჰავაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 3600 მ სიმაღლეზე –17,8 °C, აბსოლუტურ მინიმუმი –50 °C, [[ზაფხული]]ს ტემპერატურები 22,5 °C არ აღემატება. ნალექები დასავლეთ პამირის ხეობებში 92-260 მმ წელიწადში, მაღალმთიანეთში [[ატმოსფერული ნალექები|ნალექების]] რაოდენობა იზრდება; [[ფედჩენკოს მყინვარი|ფედჩენკოს მყინვარზე]] იგი 1100 მმ აღწევს.
 
პამირის მდინარეთა უმრავლესობა [[ამუდარია|ამუდარიის აუზსს]] მიეკუთვნება. ყველაზე დიდი მდინარეა [[ფანჯი]]. პამირის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში სათავე აქვს მდინარეებს [[ობიხინგოუ]]სა და [[მუქსუ]]ს (ვახშის აუზი). ტბებიდან მნიშვნელოვანია: [[ყარაქოლი]], [[რანგქოლი]], [[შორქოლი]], [[ზორქოლი]], [[სარეზი]] და [[იაშილქოლი]]. პამირის ლანდშაფტის ხასიათს განსაზღვრავს სიმაღლებრივი სარტყლურობა, რელიეფი, ჰავის კონტინენტურობის ზრდა ჩრდილოეთ-დასავლეთიდან აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პამირი“-დან