ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაცულია გვერდი „ოქტავიანე ავგუსტუსი“: ვანდალიზმისგან თავის აცილება: რჩეული სტატია ([რედაქტი...
No edit summary
ხაზი 35:
ორთოგრაფიული ფორმა AGVSTVS, რომელიც ''აგუსტუსს'' აღნიშნავს, ხელნაწერებში გვხვდება ({{Harvnb|Allen|1965|გვ=61}}).</ref><ref group="კომ." name="meaning">ავგუსტუსის უკანასკნელი სახელი, ''{{lang-la|Imperator Caesar Divi Filius Augustus}}'', ნიშნავს „სარდალი კეისარი, ღვთაებრივის ძე, პატივსაცემი“.</ref> დ. [[23 სექტემბერი]], [[ძვ. წ. 63]] ― გ. [[19 აგვისტო]], [[14]]) — [[რომის იმპერია|რომის იმპერიის]] დამაარსებელი და მისი პირველი [[რომის იმპერატორი|იმპერატორი]]. იმპერიას მართავდა [[ძვ. წ. 27]] წლიდან [[14|ახ. წ. 14]] წელს გარდაცვალებამდე.<ref group="კომ.">მისი მმართველობის თარიღები თანამედროვე კალენდრითაა განსაზღვრული; ავგუსტუსი სიცოცხლეში გამოიყენებოდა ორი კალენდარი: რომის რესპუბლიკური (ძვ. წ. 45 წლამდე) და იულიანური (ძვ. წ. 45 წლიდან). იულიუს კეისრის გეგმების ჩაშლის გამო, ავგუსტუსმა ახ. წ. 4 წლის მარტში დაასრულა იულიანური კალენდრის აღდგენა. შესაბამისობა ნაადრევ იულიანურ კალენდარსა და ძვ. წ. 8 წლიდან რომში დაკვირვებად კალენდარს შორის გაურკვეველია (Blackburn & Holford-Strevens 2003: 670–1).</ref>
 
დაიბადა, როგორც '''გაიუს ოქტავიანე''' პლებეური ოქტავიების ოჯახის ძველ და მდიდარ შტოში. მისი ბებიის ძმა, დედის მხრიდან, [[იულიუს კეისარი]], [[ძვ. წ. 44]] წელს მოკლეს და ოქტავიანე, კეისრის ნებით, მის შვილობილად და მემკვიდრედ გამოცხადდა. მან, [[მარკუს ანტონიუსი|მარკუს ანტონიუსმა]] და [[მარკუს ემილიუს ლეპიდუსი (ტრიუმვირი)|მარკუს ლეპიდუსმა]] კეისრის მკვლელების გასანადგურებლად, [[მეორე ტრიუმვირატი]] ჩამოაყალიბეს. [[ფილიპის ბრძოლა]]ში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ტრიუმვირატის წევრებმა ერთმანეთში გაინაწილეს [[რომის რესპუბლიკა]] და მართავდნენ, როგორც სამხედრო დიქტატორები.<ref group="კომ.">როგორც ტრიუმვირატის წევრი, ოქტავიანე მართავდა აღმოსავლეთ პროვინციებს, ანტონიუსი — დასავლეთს, ხოლო ლეპიდუსი — აფრიკას.</ref> ტრიუმვირატი, საბოლოოდ, მისი წევრების კონკურენტული ამბიციების გამო დაიშალა. ლეპიდუსი გააძევეს და მან თავისი სტატუსი დაკარგა, ხოლო ანტონიუსმა [[ძვ. წ. 31]] წელს ოქტავიანესთან [[აქციუმის ბრძოლა]]ში დამარცხების შემდეგ თავი მოიკლა.
 
მეორე ტრიუმვირატის დაშლის შემდეგ, ავგუსტუსმა აღადგინა თავისუფალი რესპუბლიკის გარეგანი ფასადი, როდესაც აღმასრულებელი, სასამართლო და [[კომიცია|საკანონმდებლო კრების]] ძალაუფლება [[რომის სენატი|სენატს]] გადასცა, თუმცა, რეალურად, თავად შეინარჩუნა ავტორიტარული ძალაუფლება რესპუბლიკაზე, როგორც სამხედრო დიქტატორმა. კანონის თანახმად, ავგუსტუსი ფლობდა სენატის მიერ მისთვის სამუდამოდ მინიჭებულ მთელ რიგ უფლებამოსილებებს, რაც მოიცავდა უმაღლესი მთავარსარდლის, [[ტრიბუნი]]სა და [[ცენზორი]]ს თანამდებობებს. ავგუსტუსს რამდენიმე წელი დასჭირდა, რათა ფორმალურად რესპუბლიკური სახელმწიფოს სისტემა იმგვარად გარდაექმნა, რომ შეესაბამებინა საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისათვის. მან უარი თქვა მონარქიულ ტიტულებზე და სანაცვლოდ საკუთარ თავს პრინცეპსპრინცეფს ცივიტატისი („სახელმწიფოს პირველი მოქალაქე“) უწოდა, შედეგად, სახელმწიფოებრივი სისტემა, რომელიც რომის იმპერიის პირველ ფაზას მოიცავს, [[პრინციპატი]]ს სახელით გახდა ცნობილი.
 
ავგუსტუსის მმართველობამ დასაბამი მისცა შედარებით მშვიდობიან ერას, რომელიც პაქს რომანას (რომაული მშვიდობა) სახელითაა ცნობილი. რომაული სამყარო ძირითადად, თავისუფალი იყო ფართომასშტაბიანი კონფლიქტებისაგან ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმპერიის ექსპანსიისათვის საზღვრებთან წარმოებული გამუდმებული ომებისა და საიმპერატორო მემკვიდრეობისათვის ატეხილი [[ოთხი იმპერატორის წელი|ერთწლიანი სამოქალაქო ომისა]]. ავგუსტუსმა მკვეთრად გააფართოვა იმპერიის საზღვრები: შეიერთა [[ეგვიპტე (რომის პროვინცია)|ეგვიპტე]], [[დალმაცია (რომის პროვინცია)|დალმაცია]], [[პანონია]], ნორიკუმი და რეცია; გააფართოვა [[აფრიკა (რომის პროვინცია)|აფრიკული]] და გერმანული სამფლობელოები და დაასრულა ესპანეთის დაპყრობა.