ზუგდიდი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.221.176.198-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა ასლამაზიშვილი-ის მიერ...
- სამწუხაროდ
ხაზი 29:
ზუგდიდში ფეხბურთის ჩამოყალიბება 20–ე საუკუნის დასაწყისიდანვე იღებს სათავეს, ხოლო მისი ჩამოყალიბება–განვითარება ლეო ჭედიასა და პიერ კობახიძის სახელს უკავშირდება. აღნიშნული პირები ბათუმში დაესწრნენ მატჩს, სადაც ბათუმის ნავსადგურის ხელოსანთა გუნდი შეხვდა, ინგლისურ გემ „ალბიონის“ მეზღვაურებს. მატჩი ინგლისელებმა 4:1 მოიგეს. კობახიძემ და ჭედიამ შეისწავლეს ფეხბურთის წესები, მოინიშნეს მოედნის პარამეტრები და ზომები, ინგლისელებისგან შეიძინეს სათამაშო ფორმები და ბურთები, შეკრიბეს ზუგდიდელი ახალგაზრდები და შექმნეს პირველი საფეხბურთო გუნდი. გუნდის სახელად შეარჩიეს „მერცხალი“, ხოლო გუნდის გერბად დროშაზე დიდი წრე და მასში ცისფერ ფონზე მოლაჟვარდე მერცხალი. პირველი გუნდის მწვრთნელად არჩეულ იქნა აბო კობახიძე, ხოლო კაპიტნად ნიკოლოზ ჩხეიძე.
 
პირველი შეჯიბრება ზუგდიდის „მერცხალმა“ 1919 წლის 20 მაისს, „მიურატის“ მინდორზე (ზუგდიდის აწ უკვე ყოფილი ცენტრალური სტადიონი)ჩაატარა. ისტორიის თანახმად, ამ დღეს მთელი ქალაქი აჭრელებული იყო აფიშებით და საზეიმო განწყობა სუფევდა ყველგან. ზუგდიდის „მერცხალი“ რუსეთის გარნიზონის გუნდს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. სწორედ 1919 წლის 20 მაისი ცხადდება ზუგდიდში ფეხბურთის დაარსების დღედ. სამწუხაროდ, პირველი გუნდის ამსახველი ფოტო–მასალა არ არსებობს.
[[ფაილი:ZugdidiSquad1938-39.jpg|thumb|right|220px| ზუგდიდის შემადგენლობა 1938-39]]