აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(განახლდა)
No edit summary
 
=== 1950 - 1965 პროფესიონალიზმი და საერთაშორისო სარბიელი ===
1950 წლის ზაფხულში, როდესაც კლუბი ზეიმობდა თავის 50 წლის იუბილეს მოხდა მეტად მნიშვნელოვანი რაღაც, რომელმაც საბოლოოდ შეცვალა ხედვა ფეხბურთისადმი მთელს ჰოლანდიაში. გუნდის ერთ-ერთი ლიდერმა კორ ვან დერ ჰაარტმა მოაწერა საფეხბურთო კონტრაქტს ხელი ფრანგულ ლილთან და მას დაუნიშნეს ხელფასი. შემდეგი იყო „აიაქსის“ კაპიტანი იოპ სტოფელენი, რომელიც გადავიდა პარიზულ „რასინგში“. ცოტა ხანში თითქმის მთელი ჰოლანდიის ნაკრები წავიდა საზღვარგარეთ. ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაცა ხვდებოდა, რომ ეს შეუქცევადი პროცესი დაღუპავდა ჰოლანდიურ ფეხბურთს და სწრაფად უნდა ემოქმედა სიტუაციის გამოსასწორებლად. თუმცა იმ პერიოდში ქვეყანაში არსებული სტერეოტიპების გადამკიდე, ფულის გადახდა იმაში, რომ კვირაობით ადამიანებს ფეხბურთი ეთამაშათ წარმოუდგენელი იყო. სამწუხაროდ დისკუსიები გაიწელა რამდენიმე წლის განმავლობაში და ამან გამოიწვია დიდი რეგრესი ჰოლანდიურ ფეხბურთში. კლუბების დიდი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა, რომ ქვეყანაში დაკანონებულიყო პროფესიონალის სტატუსი. „აიაქსი“ მმართველობა თავდაპირველად ეწინააღმდეგებოდა ამას. 1954 წელს კლუბის წევრების სხდომაზე გადაწყდა, რომ აუცილებელი იყო პროფესიონალურ რელსებზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი იყო ჰოლანდიური ფეხბურთი ამით ბევრს წააგებდა. ამ პერიოდში KNVB (ჰოლანდიის სამეფოს საფეხბურთო ასოციაცია) -თან ერთად შეიქმნა NBVB (ჰოლანდიის პროფესიონალური ფეხბურთის ასოციაცია). მათ შორის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა და 1954 წელს სტარტი აიღო ერთდროულად ორმა ჩემპიონატამა. იანვრის ბოლოს როგორც იქნა შედგა შეთანხმება და ორივე ლიგა გაერთიანდა. 1956-1957 წლებში შეიქმნა ახალი საფეხბურთო ლიგა, რომელსა დაერქვა სახელი „საპატიო ლიგა“ (Eredivisie). შეიქმნა ერთიანი სტრუქტურა, რომლის ძირითადი პრინციპები და დებულებები დღემდე უცვლელია.
ამავე წელს დაფიქსირდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: თავისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო ლეგენდარულმა მარჯვენა ვინგერმა ჟააკ სვარტმა. ის ატარებს ტიტულს „Mister Ajax”. სვარტმა „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩაატარა 603 ოფიციალური შეხვედრა და გაიტანა 228 გოლი.
მას შემდეგ რა პროფესიონალური ფეხბურთი გახდა ნორმალური მოვლენა მთელი ევროპისთვის, გაჩნდა საერთაშორისო ტურნირების იდეა. 1957 წელს ამსტერდამის „აიაქსი“ ქვეყნის ჩემპიონის რანგში პირველად ჩაება ჩემპიონთა თასის გათამაშებაში. პირველ რაუნდში გუნდი შეხვდა კარლ მარქს შტადტის „ვისმუტს“ და დაამარცხა ორივე თამაშში ანგარიშით 3:1, 1:0. მეორე ტურში „აიაქსმა“ ვერაფერი გააწყო ბუდაპეშტის „ვაშაშთან“ და გამოეთიშა ორთაბრძოლას.
=== 1991 - 1996 ვან გაალის ერა ===
 
„აიაქსი“ უნდა დაეცეს ძალიან დაბლა, რომ ისევ აღსდგეს ფენიქსივით? სამწუხაროდ ყოველთვის ესე ხდებოდა. იმ მომენტში კლუბში კვლავ მძიმე სურათი იყო. ოპტიმიზმის არ არსებობა მძიმე სურათს ხატავდა. თუმცა კლუბში მოვიდა ადმიანი, რომელმა ზუსტად იცოდა როგორ დაასამარებდა არსებულ პესიმიზმს. მისი პირველი პრესკონფერენცია ასე დაიწყო: „ მე ვარ პირდაპირი, წესიერი და სამართლიანი ადამიანი, ხანდახან შეიძლება ვიყო მეტად უხეში“. მაშინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რამხელა პერსონა გახდებოდა ეს პირვნება სულ რაღაც 2-3 წელიწადში....
ვან გაალი - მისი საფეხბურთო კარიერა ბევრით არაფრით არ გამოირჩეოდა. იგი თამაშობდა როტერდამის „სპარტაში“ და ბელგიურ „ანტვერპენში“. ხოლო სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ამსტერდამში მწვრთნელების ასისტენტად რამოდნიმე წლის წინ. იგი პირველივე დღეებში გამოირჩეოდა მკვეთრი რეპლიკებით და სიმკაცრით. ამ მომენტისთვის კლუბში ყველას უნდა ესმინა მხოლოდ მისთვის. ზოგიერთმა ძველმა „აიაქსელმა“ მასში ამოიცნეს რინუს მიხელსის „მასწავლებლური“ მიდგომები. ვან გაალმა ენერგიულად დაიწყო მუშაობა, თუმცა საწყის ეტაპზე „ტრიბუნა F“ კვლავინდებურად ითხოვდა იოჰანს...
მაგრამ ვან გაალმა მალევე მიაღწია წარმატებას და მას უკვე ყველანი იმედით უყურებდნენ. ერთი წლის თავზე გუნდმა ევროთასებზე მიაღწია სერიოზულ წარმატებას. გუნდმა უეფას თასიდან გამოთიშა შვედური „ერებრიო“, ესენის „როტ ვაისი“, პამპლონას „ოსასუნა“. ფანებში გაჩნდა იმედი. ახალგაზრდა კოლექტივმა შეძლო გაცილებით მეტი, ვიდრე მათგან ელოდნენ. „აიაქსის“ საკვანძ ფიგურები იყვნენ დენის ბერგკამპი და ვიმ იონკი. მეოთხედფინალში გუნდმა 3:0 დაამარცხა ბელგიური „გენტი“ და „დე მეერზე“ საბოლოოდ დაბრუნდა იმედი, იმისა რომ ყველაზე ცუდი წარსულს ჩაბარდა. ნახევარფინალში დაძლეული იქნა იტალიური „ჯენოას“ ბარიერი და აი სანუკვარი ფინალიც: „აიაქსი - „ტორინო“. ძალზედ მძიმე ბრძოლებში (0:0, 2:2) ამსტერდამელებმა მოიოვეს უეფას თასი. მთავარი როლი ამ წარმატებაში სამართლიანად ეკუთვნის ბრწყინვალე დენის ბერგკამპს. ხოლო ლუის ვან გაალის ხელში ამსტერდამულმა გრანდმა მოიპოვა ის ტიტული, რომელიც აკლდა კლუბის მდიდად კოლეციას. ალბათ ჯერ არავინ ფირობდა, რომ საუკეთესო წლები ჯერ კიდევ წინ იყო .....
1994-1995 წლების სეზონში ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დაფიქსირდა პრეცედენტი, რომლიც იყო თითქმის წარმოუდგენელი ფეხბურთის კომერციულ ერაში. „აიაქსმა: მოიგო გათამაშება და ეს გააკეთა დაუმარცხებლად. ამსტერდამელებმა ჩემპიონთა ლიგაში სამჯერ დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი - იტალიის „მილანი“. ჯგუფურ ეტაპზე გუნდმა ბრწინვალდე განვლო, ხოლო მეოთხედფინალში ამსტერდამელთა მეტოქე იყო სპლიტი „ჰაიდუკი“. ჰოლანდიელებმა პრობლემების გარეშე დაამარცხეს მეტოქე 3:0 და 0:0. ნახევარფინალში „დე მეერზე“ განადგურებულ იქნა მიუნხენის „ბაიერნი“ ნგრიშით 5:2. ხოლო ფინალში ‘ერნსტ ჰაპელზე“ ფაბიო კაპელოს მილანი მესამეჯერ იქნა იმ წელს დამარხებული. მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა შეცვლაზე შემოსულმა 17 წლის პატრიკ კლუივერტმა (რეიკარდის პასით). ეს ბრწყინვალე გამარჯვება აღნუშნულ იქნა ამსტერდამში მუზემპლეინში 250 000 ადამიანის ტანდასწრებით. ერთადერთი სამწუხარო დეტალი იყო ის, რომ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა ფრანკ რეიკარდმა.
როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უცხოურმა გრანდებმა ხელი მიჰყვეს „აიაქსის“ ტალანტების გადაბირებას, მაგრამ იარი ლიტმანენის მაგალითზე მთელმა გუნდმა მიიღო დარჩენის გადაწყვეტილება. ისინი ხვდებოდნენ, რომ ამ თაობას ხელეწიფებოდათ 70 - იანი წლების ეპოქის გამეორება. ამსტერდამელებმა შემდეგ წელსაც წაუგებლად მოიგეს ეროვნული პირველობა. საკონტინეტთაშორისო თასზე დამარცხებულ იქნა ბრაზილიური „გრემიო“. ხოლო ევროპის სუპერთასზე განადგურდა ესპანური „რეალ სარაგოსა“.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი განვლილი იქნა უფრო შთამბეჭდავად, ვიდრე წინა წელს. მადრიდის „რეალი“, „გრასჰოპერსი“ და „ფერენცვაროში“ ერთი მეორეს მიყოლებით დამარცხდნენ. მადრიდელებს გაახსენეს 1973 წლის კოშმარი. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მსაჯმა ორი გოლი არ ჩაუთვალა ჰოლანდიელებს, თუმცა ესპანელები მაინც დამარცხდნენ 0:2. მეოთხედფინალში გუნდმა უპრობლემოდ გაიარა დორტმუნდის „ბორუსიის“ ბარიერი და ნახევარფინალში მოხდა პირველი მარცხი, „დე მეერზე“ გუნდი დამარცხდა „პანათინაიკოსთან 0:1. სიტუაცია საგანგაშო გახდა, თუმცა საბერძნეთში „აიაქსმა“ სრულფასოვანი რევანში აიღო 3:0. გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩმეპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მას ელოდებოდა ტურინის „იუვენტუსი“. ანგარიში გახსნეს იტალიელებმა (რავანელი), თუმცა წონასწორობა მალევე აღადგინა იარი ლიტმანენმა. მიუხედავად უპირატესობისა საქმე მივიდა პენალტების სერიამდე, სადაც ჰოლანდილები როგორც მოსალოდნელი იყო დამარცხდნენ. გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანები ვერ გამოიყენესსონი სილოიმ და ედგა დავიდსმა. სამწუხაროდ მეორე ტრიუმფი არ შედგა...
სულ მალე უკვე გამოჩნდა პატარ-პატარა ბზარები „აიაქსში“. თავიანთი ხელფასით უკმაყოფილოები იყვნენ ნკვანკო კანუ და ფინიდი ჯორჯი, მოხდა დაპირისპირება წარმოშობით სურინამელებსა და დანარჩენ ამსტერდამელებს შორის. აღნიშნულმა კონფლიქტმა უმწვავესად იჩინა თავი შემდგომში ევრო 1996 - ზე და დავიდსი მაშინ გუნდიდან მოკვეთეს.
„აიაქსის“ გულშემატკივრები უკვე მიჩვეულნი იყვნენ, რომ ყოველი სეზონის ბოლოს ვინმე მიდიოდა გუნდიდან. ამჯერადაც ასე მოხდა. ფინიდი ჯორჯი წავიდა ესპანურ „ბეტისში“, ნკანკო კანუ გადავიდა მილანის „ინტერში“, სონი სილოი გადაბარგდა გერმანულ „არმინიაში“, ხოლო მიხაელ რაიციგერი და ედგარ დავიდსი იყიდა „მილანმა“. დანარჩენები მაინც დარჩნენ. იყო კიდევ ერთი სიახლე: კლუბმა დატოვა ყველასათვის საყვარელი „დე მეერი“ და გადაბარგდა ახალ ულტრათანამედროვე სტადიონზე, „ამსტერდამ, არენაზე“.