ლაციო (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- სამწუხაროდ
ხაზი 71:
1999/2000 სეზონში გუნდს ვიერი, ვერონი, სენსინი, სიმეონე და სიმონე ინძაგი შეემატნენ. დეკებერში ოლიმპიკიდან ფაბრიციო რავანელიც გადმოვიდა და წარმატებამაც არ დააყოვნა - 1999 წლის 27 აგვისტოს „ლაციო“ უეფას თასზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ამარცხებს, რასაც გუნდის ფანები „ოლიმპიკოზე“ 2000 წლის 9 იანვარს დიდი ზეიმით აღნიშნავენ. ჩემპიონთა ლიგაში „ლაციო“ კლაუდიო ლოპესის „ვალენსიამ“ შეაჩერა, თუმცა „ბიანკოჩელესტემ“ სეზონის მეორე ჯილდო მაინც მოიპოვა, როდესაც სეზონის ბოლო დღეს „სკუდეტო“ სწორედ „ლაციოს“ საკუთრება გახდა - იმ ტურის თამაშები თავსხმა წვიმაში მიდიოდა, თუმცა „ოლიმპიკოზე“ შეკრებილი 80 ათასი ფანი მოთმინებით ელოდა მომენტს, როდესაც მათ ჩემპიონობა ზეიმით აღნიშნეს.
 
სამი დღის შემდეგ მილანში „ლაციომ“ იტალიის თასის ფინალში „ინტერი“ დაამარცხა, ისევე როგორც 2000-2001 სეზონის სუპერთასის გადამწყვეტ მატჩში, სადაც ანგარიში 4-3 იყო. გოლები კლაუდიო ლოპესმა და ერნან კრესპომ გაიტანეს. მანამდე კი ბირმინგემში რომაელებმა „მალიორკას“ დამარცხებით თასების მფლობელთა თასი აიღეს. იმ სამი წლის განმავლობაში, როდესაც „ლაციოს“ სათავეში კრანიოტი და ერიქსონი ხელმძღვანებლობდნენ, ეს მეშვიდე ტიტული იყო. სამწუხაროდ ამას ერიქსონის მიერ გუნდის დატოვება მოჰყვა, „ლაციო“ კი დინო ძოფმა ჩაიბარა. სიახლეები იყო ტრანსფერებშიც - გუნდს დინო ბაჯო, კარელ პობორსკი და ლუკას კასტრომანი შეემატნენ, ფიორე და ჯანიკედა კი მომავალ სეზონში შეუერთდნენ რომაულ კლუბს.
 
== 2000-დან დღემდე – დაღმასვლა და გამოღვიძება ==