კაცია-ადამიანი?!: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Reverted 1 edit by 176.221.171.177 (talk) identified as vandalism to last revision by ILIA. (TW)
- სამწუხაროდ
ხაზი 36:
ლუარსაბს სწავლა-განათლება არ ჰქონდა, რომ ჰქონოდა ესოდენ მსუქანიც აღარ იქნებოდა. ხშირია ხოლმე როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის. რაზეც დიდად არც კი წუხდა. იტყოდა ხოლმე ეგ ახლანდელი ჭირიაო. მისი დამოკიდებულება სწავლი მიმართ მეტად უცნაური და საკვირველი იყო. ლუარსაბის აზრით, „კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღე-ყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსო“. როდესაც საუბარი განათლებაზე ჩამოვარდებოდა ლუარსაბი ამოოხვრით იტყოდა, ხოლმე „რაც ეგ ეშმაკური სკოლები შემოიღეს, ბატონო, ქართველი კაცის ხეირი მაშინ წავიდა“. ამ სიტყვებს ისე გულმტკივნეულად იტყოდა ხოლმე, თითქოს ქვეყანა ებრალება ჭირისაგანო, თანაც იმას დააყოლებდა-„მე თუ სწავლა არა მაქვს, რა კაცი არ ვარ და ქუდი არ მახურავსო?
 
ლუარსაბი საკუთარი შეხედულებების გამართლებას ძველ დროში ეძებდა,მისი აზრით „უწინდელ დროში ყველაფერი თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თვის ქერქში იყო. ვენაცვალე!.. კაი ცხენი, კაი თოფი, მარჯვე მკლავი და კაცი იყავ პატიოსანი“, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაინდო თავადი ავტორმა და პირდაპირ მიახალი: „ეჰ, ჩემო ლუარსაბ! ვიცი გულწრფელი კი ხარ, როგორც ყველა ქართველი, მაგრამ ძველ დროს ტყუილად შეჰნატრი, რომ არც კი იცი, რა იყო სანატრელი ძველ დროში? ცხენი განა ეხლა კი არ არის? თოფი განა ეხლა კი ნიშანში ვერ მივა? მარჯვე მკლავი ცოტაა? ეხლაც არის ეს ყველაფერი, მაგრამ ის გული აღარ არის, ის გულის სიმხურვალე, ის თავგამოდება მამულისთვის, რომელიც კაი ცხენს და კაი თოფს კაი საქმეში ახმარებდა“.აკაკი ბაქრაძის თქმით, ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს, მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ ამ ლოგიკური დასკვნის მაგიერ ლუარსაბი უზომოდ კმაყოფილი და კვეხნის დაუოკებელი სურვილით სავსე, თანაგრძნობის სურვილი წამსვე გაიფანტება და თათქარიძეობა ყველასთვის მიუღებელი გახდება. ძნელია მოიწონო „ჩაგოდრებული ჩასორსლებული“ დარეჯანის ცრუსაქმიანობა და კვეხნა. მართალია, ტახტიდან დილიდანვე შავარდენივით გადმოფრინდებოდა, შუბლსაფენზე ჩითმერდინსაც წაიკრავდა, სიჩქარის გამო ჩითის კაბას ზოგჯერ უკუღმაც ჩაიცვამდა, ჩუსტს შიშველ ფეხზე შეიმოსავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ახლა იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა: „იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა,საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა: აქ იმას გაუწყრებოდა-რაზედ? თვითონ კნეინამაც არ იცოდა-რაზედ; აქ იმას გამოგილანძღავდა-რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამ; დასწყებლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა- ერთი სიტყვით-მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ,- და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო,-და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში.
 
სამწუხაროა, რომ ლუარსაბ თათქარიძესთვის არასდროს არ ყოფილა მნიშვნელოვანი სრულყოფილებისკენ ლტოლვა. მეტიც, მას ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონია. მისი გარეგნობა, ცხოვრების წესი, შეხედულებები, თვისებები სრულიად საპირისპიროს მეტყველებდა. მწერალი ამ დამოკიდებულებებს ქართველი კაცის ბუნებით ხსნის, რომელიც „ბედსაც და უბედობასაც თანაბრად ემორჩილება ხოლმე. არც ერთისთვის გაიხეთქს თავს და არც მეორისთვის დაიწყებს ბრძოლას, არის ასე ყველგან ერთნაირად გულგრილი და შეუპოვარი. ამ გულგრილობას და შეუპოვრობას კმაყოპილებად ადიდებენ, კმაყოპილება კიდევ-ვიღაცამა სთქვა ბედნიერება არისო“და იყო ლუარსაბიც ბედნიერი და თვითკმაყოფილი.
 
აკაკი ბაქრაძის თქმით, ლუარსაბ თათქარიძის უბადრუკი სახლ-კარის ხილვა ყოველ ნორმალურ ადამიანში ერთ სურვილს უნდა იწვევდეს: ხელები დაიკაპიწოს, ნებისყოფა მაქსიმალურად დათმოს, მდგომარეობა გონივრულად დაიჭვრიტოს და არსებობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იშრომოს. ძნელად მოსაწონებელია „ჩაგოდრებული ჩასორსლებული“ დარეჯანის ცრუსაქმიანობა და კვეხნა. მართალია, ტახტიდან დილიდანვე შავარდენივით გადმოფრინდებოდა, შუბლსაფენზე ჩითმერდინსაც წაიკრავდა, სიჩქარის გამო ჩითის კაბას ზოგჯერ უკუღმაც ჩაიცვამდა, ჩუსტს შიშველ ფეხზე შეიმოსავდა და ჩაილურისკენ დაეშვებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, სწორედ ახლა იწყებოდა კნეინას უთავბოლო საქმიანობა: „იქ მუჯლუგუნს წაჰკრავდა,საკერავზედ მთვლემარე წირპლიან გოგოსა, აქ თავში ჩაუტყაპუნებდა ძონძებში გახვეულ მურიან ბიჭსა: აქ იმას გაუწყრებოდა-რაზედ? თვითონ კნეინამაც არ იცოდა-რაზედ; აქ იმას გამოგილანძღავდა-რისთვის? არც ეს იცოდა კნეინამ; დასწყებლიდა, დაჰქოლავდა, დასტუქსავდა- ერთი სიტყვით-მთელის ღამის ნაგუბარსა წამოანთხევდა ქვეშევრდომებზედ,- და მერე დაღლილი და დაქანცული შემობრუნდებოდა; თუ გოგო დახვდებოდა, ვერ მოითმენდა, რომ ერთი მუჯლუგუნი კიდევ არ ეთავაზებინა, „მეხი კი დაგეცა“-საც ზედ დაატანდა, თუ ქეიფზედ იყო,-და ეგრე ქანცგაწყვეტილი შეგორდებოდა ოთახში.
 
საინტერესოა დარეჯანის სულიერი სამყაროც. გლეხის ქალი ბაბალესთან საუბრისას დარეჯანი გულდაწყვეტით ამბობს, რომ მან მხოლოდ შაკიკის და და სუნთქვილის ლოცვა იცოდა, ელისაბედს კი თუ დავუჯერებთ, დარეჯანმა ჯადოობაშიც გაწაფული იყო და სოლომონ ბრძენის წიგნიც წაკითხული ჰქონდა.