კირილე I (ალექსანდრიის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎ლიტერატურა: clean up, removed: {{Link FA|pt}} using AWB
- სამწუხაროდ
ხაზი 16:
წმინდა კირილეს დროს მოხდა ცნობილი ფილოსოფოსი და მეცნიერი ქალის [[ჰიპატია ალექსანდრიელი|ჰიპატიას]] მკვლელობა. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ალექსანდრიის პრეფექტმა [[ორესტე (პრეფექტი)|ორესტემ]] გააკრიტიკა(ვესელი, გვ. 34) პატრიარქი ებრაელთა დარბევაზე და ზოგადად ამგვარ საქციელებზე; რაც შემდგომ კინაღამ სიკვდილის ფასად დაუჯდა. 500-მდე ნიტრიელი ბერი ჩამოვიდა უდაბნოდან და ორესტეს წინააღმდეგ აჯანყება გააღვივეს. შემდეგ ისინი ორესტეს წინ დაუხვდნენ და ბრალი დასდეს წარმართობაში, რაზეც ორესტემ უარი განაცხადა და უთხრა, რომ იყო მონათლული ეპისკოპოს ატიკის მიერ. რის მერეც ერთ-ერთმა ბერმა ამონიუსმა მას თავში ქვა ესროლა, შემდეგ ხალხი მოვარდა და ორესტე ჩაქოლვას გადაარჩინეს. საპასუხოდ მან ამონიუსი მოკლა, რასაც მოჰყვა წმინდა კირილეს მიერ ამ ბერის მარტვილთა სიაში შეტანა, თუმცა ქრისტიანმა მოსახლეობამ იცოდა, რომ ამონიუსი მოიკლა არა რწმენის, არამედ პრეფექტზე თავდასხმის გამო და კირილეც იძულებული გახდა გაჩუმებულიყო ამ საკითხთან დაკავშირებით.(სოკრ. VII:14)
 
ალექსანდრიაში ცხოვრობდა ერთი ქალი ჰიპატია, ფილოსოფოს თეონის შვილი, რომელმაც იმხელა ცოდნა დააგროვა ლიტერატურასა და მეცნიერებაში რომ თავის დროის ყველაზე განათლებულ ადამიანად ითვლებოდა ამ სფეროებში. მიუხედავად წარმართობისა, მისი სათნოების გამო ქრისტიანებიც დიდ პატივს სცემდნენ. სამწუხაროდ იგი პოლიტიკური მაქინაციების მსხვერპლი გახდა. რადგან ხალხი მას პრეფექტ ორესტესთან ერთად ხშირად ხედავდა, იფიქრეს რომ მისი ბრალი იყო წმ. კირილესთან ორესტეს ოპოზიცია, ამიტომ თავს დაესხნენ და სასტიკი წამებით მოკლეს. (სოკრ. VII:15) ისტორიკოსთა უმეტესობა გამორიცხავს წმინდა კირილეს უშუალო მითითებას ჰიპატიას მკვლელობაზე.
ასეთი დაძაბული სიტუაცია იყო ამ დროს ალექსანდრიაში როდესაც წარმოიშვა და გაძლიერდა ახალი ერესი – [[ნესტორიანობა]].