რეიკიავიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 48:
}}
 
'''რეიკიავიკი''' ([[ისლ.]] Reykjavík) — ისლანდიის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მოსახლეობა — 121,822 მცხოვრები (2015), ხოლო სატელიტი ქალაქებითურთ — დაახ. 198 000, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახდაახლ. 60 % შეადგენს (332,529).
 
== გეოგრაფია ==
ხაზი 55:
გამყინვარების პერიოდში (10 000 წლის წინათ) ყინულის საფარქვეშ იყო ქალაქის დიდი ნაწილი, Álftanes-მდეც კი; ქალაქის დანარჩენილი ნაწილი კი წყალს ეკავა. დათბობის დაწყებიდან ყინულით დაფარული ზოგიერთი ადგილი კუნძულად იქცა. ზღვის ძველი ნაპირი თანამედროვესთან შედარებით 43 მეტრით მაღლა ყოფილა, რაც ნარიყით შეიმჩნევა. ქალაქის გარკვეულ ნაწილში ვულკანურ წარმონაქმნებსაც შევხვდებით. გამყინვარების შემდგომ რეიკიავიკის ტერიტორიამ დაახლოებით ისეთი სახე მიიღო, როგორიც დღეს აქვს. თუმცაღა, ამ ადგილებში ქალაქის დაარსებამდე კარგა ხნით ადრე, მიწისძვრებმა და ვულკანურმა ამოფრქვევებმა თავისი კვალი დაამჩნია თანამედროვე [[ლანდშაპფტი|ლანდშაფტს]].
 
რეიკიავიკის ყველაზე ფართო მდინარე Elliðaá-აა, რომელიც სანაოსნოდ არ გამოიყენება. ამის მიუხედავად, მდინარე რეიკიავიკელთა საყვარელი ადგილია,რადგან ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო [[ორაგული|ორაგულს]] იჭერენ. რეიკიავიკის მახლობლად მთა Esja-აა, რომელიც 904 მეტრს აღწევს.
 
ქალაქი რეიკიავიკი ძირითადად ნახევარკუნძულზეა განლაგებული, თუმცა მისი გარეუბნები სამხრეთით და აღმოსავლეთით მთავარი კუნხძულის სიღრმისკენ მიდის. რეიკიავიკი მცირერიცხვოვნობის მიუხედავად, ფართოდ გაშლილი ქალაქია, სადაც დიდი და ერთმანეთისგან დაშორებული სახლები დგას. დასახლებებს შორის ფართო ტრასები და უკაცრიელი ადგილებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეიკიავიკი“-დან