ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ქსე თავფურცელი.jpg|მინიატიურა|ქსე]]
'''ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ირაჯლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია''' — დაარსდა 1965 წელს [[თბილისი|თბილისში]], როგორც ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის რედაქცია. შედიოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში. 1975 წლიდან საქართველოს სსრ გამსახკომის სისტემაშია. შედგება (1986 წლის მონაცემებით) 10 სამეცნიერო-დარგობრივი და 4 ფუნქციური რედაქციისგან. დარგობრივ რედაქციებთან შექმნილია სამეცნიერო-დარგობრივი საბჭოები და სექციები, რომლებიც სხვადასხვა დარგის ცნობილ მეცნიერებსა და სპეციალისტებს აერთიანებს. რედაქციამ მოამზადა და გამოსცა [[ქსე|ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის]] 11 ტომი (1975-1987 წწ) და 1 სპეციალური ტომი „საქართველოს სსრ“ (1981 წ. ქართულ და რუსულ ენებზე); აგრეთვე „ბერძნული და ლათინური სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი“ (1985 წ.).
 
მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იგეგმებოდა „მცირე ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის“ გამოცემა 3 ტომად. მომზადებული იყო გამოსაცემად ენციკლოპედია „თბილისი“, „პოპულარული სამედიცინო ენციკლოპედია“, „სასოფლო-სამეურნეო ენციკლოპედია“ (3 ტომად); „მოკლე პოლიტიკური ლექსიკონი“.
ხაზი 6:
 
1980-ანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა საქართველოში წიგნის ბეჭდვის საქმე გაართულა, ამიტომაც დაგეგმილი ენციკლოპედიებიდან დღის სინათლე ვერც ერთმა ვერ იხილა. მხოლოდ 1997 წელს მოხერხდა [[საქართველო (ენციკლოპედია)|ენციკლოპედია „საქართველოს“]] I ტომის გამოცემა (ტირაჟი უცნობია), ხოლო მეორე ტომი 2012 წელს დაიბეჭდა.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|10|483-483}}