სინის მთა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: იღწვ → იღვწ using AWB
ბლაბლაბალ
ხაზი 1:
[[ფაილი:Mount Sinai Egypt.jpg|thumb|სინის მთის მწვერვალი]]
'''სინის მთა''' ('''სინას''' ან '''სინაის მთა''') [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულზე]] მდებარეობს და ქართველთა უშორესი სამოღვაწეო ადგილი იყო. [[ბიბლია|ბიბლიის]] მიხედვით ღმერთი სინის მთაზე გამოეცხადა [[მოსე|მოსეს]], რომელსაც [[ისრაელის ხალხი]] [[ეგვიპტე|ეგვიპტიდან]] [[აღთქმული მიწები|აღთქმული მიწებისაკენ]] მიჰყავდა და [[ათი მცნება]] გადასცა.
 
[[ქრისტიანები]] ამ მთაზე მე-3 საუკუნეში დამკვიდრდნენ, [[ქართველები]] კი იქ მე-6 საუკუნეში მივიდნენ, თუმცა ქართული კოლონია მოგვიანებით, მე-9 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ქართველებმა სინის მთის მონასტრის ტერიტორიაზე საკუთარი ტაძრები ააგეს და დაუცხრომელ მოღვაწეობას შეუდგნენ. ერთ-ერთი ქართული ტაძრის აგება [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] სახელს უკავშირდება, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სავანეების აღმშენებლობაში. სინის მთაზე ტაძრების მშენებლობას საქართველოსთვის არა მარტო სარწმუნოებრივი, არამედ დიდი პოლიტიკური და კულტურული მნიშვნელობაც ჰქონდა. სინის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული სამშობლოსთან. სინის მონასტერს ჰქონდა მეტოქი თბილისში და მამულები ქართლში.
ხაზი 7:
 
[[ფაილი:Katharinenkloster Sinai BW 2.jpg|thumb|250px|left|[[წმ. ეკატერინეს მონასტერი (სინაი)|წმ. ეკატერინეს მონასტერი]]]]
სინის მთაზე მოღვაწეობდნენ არა მარტო კალიგრაფიისა თუ ხელნაწერთა დამზადების მცოდნე ქართველი მამები, არამედ ისტორიკოს-თეოლოგებიცისტორიკოსებიც. უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიის ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს [[იოანე მინჩხი|იოანე მინჩხს]]. მოგვიანებით საბაწმიდის ლავრიდან სინის მთაზე გადავიდა და იქ სასულიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა განაგრძო [[იოანე-ზოსიმე|იოანე ზოსიმემ]]. სინის მთაზე იღვწოდნენ [[ფანასკერტელი, მიქაელ|მიქაელ ფანასკერტელი]], [[იოანე კუმურდოელი]], [[სინელი, იოანე|იოანე სინელი]] და სხვა მრავალი.
 
სინის მთის ქართველ მამებს კავშირი ჰქონდათ არაბულ-ქრისტიანულ სამყაროსთან. იქაურ ხელნაწერებში შემონახულია არაბული დამწერლობის კვალი. როგორც ჩანს, არაბულ სამყაროში მოხვედრილმა ქართველებმა შეისწავლეს არაბული ენა. ჩვენამდე მოღწეულია არაბული ანბანი ქართველთათვის, თითოეული არაბული ასო განმარტებულია, ახსნილია ქართული შესატყვისით.
 
ქართული კულტურის ამ უდიდესი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერის, სინის მთის, ქართველ მამათა მემკვიდრეობა მრავალ მიზეზთა გამო სათანადოდ შესწავლილი არ არის.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://children.iatp.ge/istoria/savaneebi_ucxoetshi/sina.htm სინის მთა]
* [http://www.manuscripts.ge/ge/manuscript.asp?man_id=25 სინის მთის ქართული მანუსკრიპტები]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სინის_მთა“-დან