იოანე პავლე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 62:
ფაილი:Pápež Košice1.jpg|<small>[[კოშიცე]], [[სლოვაკეთი]]</small>
</gallery></center>
 
==რომის პაპი და საქართველო==
რომის პაპ იოანე პავლე II-ისა და [[საქართველო]]ს ეკლესიის მეთაურის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ [[ილია II]]-ის პირველი ოფიციალური შეხვედრა [[1980]] წლის 5-6 ივნისს, ვატიკანში შედგა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერები ვატიკანის არქივებში ქართულ დოკუმენტებზე მუშაობას შეძლებდნენ. თბილისში გაიხსნა ვატიკანის საელჩო, კავკასიაში რომაულ-კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპოსო.
 
თავად რომის პაპი იოანე პავლე II [[საქართველო]]ს [[1999]] წლის 8 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს იყო [[რომი]]ს კათოლიკური ეკლესიის მეთაურის პირველი ვიზიტი [[საქართველო]]ში, [[ბალტიისპირეთი]]ს ქვეყნების გარდა, ყოფილ [[საბჭოთა კავშირი]]ს ქვეყნებს შორის [[საქართველო]] იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც პაპი ეწვია. მისი ვიზიტი საქართველოს პრეზიდენტისა და პატრიარქის მოწვევით შედგა.
 
იოანე პავლე II-ს [[თბილისი]]ს აეროპორტში [[საქართველო]]ს კათოლიკოს-პატრიარქი [[ილია II]] და [[საქართველოს პრეზიდენტი]] [[ედუარდ შევარდნაძე]] დახვდნენ. რომის პაპი 9 ნოემბერს მთავრობის კრწანისის რეზიდენციაში ქართული მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლებს შეხვდა, გაკეთდა ორმხრივი მიმართვები.<ref>[http://www.magticom.ge/magazine/2000-1/2000-1-8-g.html იოანე პავლე II საქართველოში]</ref>
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი [[ილია II]]:
{{ციტატა|ამ რეგიონში ასეთი დაძაბული ვითარების დროს, საქართველოსა და მთელი კავკასიისათვის მნიშვნელოვანია, თქვენო უწმინდესობავ, თქვენი ჩამობრძანება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისეთი ცხელი წერტილების პრობლემა, როგორიც არის აფხაზეთი, მთიანი ყარაბაღი და სხვა, საერთაშორისო ძალისხმევით მშვიდობიანი გზით გადაწყდება.
თქვენმა ვიზიტმა უფრო მეტად დააახლოვა ჩვენი ხალხები, ჩვენი ეკლესიები, ჩვენი ქვეყნები და ამას დიდი მადლიერებით აღვნიშნავთ.}}<ref>[http://www.magticom.ge/magazine/2000-1/2000-1-8-g.html პატრიარქის მიმართვა]</ref>
რომის პაპის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მეორე ათასწლეულის მიწურულსა და მესამე ათასწლეულის დასაწყისში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იოანე_პავლე_II“-დან