გურუ ნანაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''გურუ ნანაკ დევი''' ([[პენჯაბური ენა|პენჯ]] ਗੁਰੂ ਨਾਨਕ ਦੇਵ, Gurū Nānak Dēv IAST; 15 აპრილი, 1469 — 22 სექტემბერი, 1539) — რელიგია [[სიქიზმი]]ს დამაარსებელი და ათიდან პირველი სიქჰი [[გურუ]]. მას აქვს მრავალი სხვა სახელი და ტიტული. [[პენჯაბი|პენჯაბში]] მას თაყვანს სცემენ არა მხოლოდ [[სიქჰები]], არამედ [[ინდუსები]], [[მუსლიმები]]ც.
==ცხოვრების აღწერა==
გურუ ნანაკის ცხოვრების აღწერა შეკრებილია თხზულებებში, რომელსაც ეწოდება „ჯამანსაკჰი“ (Janamsākhīs). მეტნაკლებად უფრო ცნობილი ცხოვრების აღწერა ეკუთვნის ბჰაი ბალას, რომელიც მან დაწერა ნანაკის სიკვდილამდე. კრიტიკულად განწყობილი მეცნიერები თვლიან, რომ სტილისა და ენის მიხედვით, გურუს ცხოვრების აღწერა ზუსტად ეკუთვნის მისი გარდაცვალების შემდეგ პერიოდს.
 
ბჰაი გურდასის თხზულებები შეგროვდა, ასევე, გურუ ნანაკის გარდაცვალების შემდეგ და შეიცავს, მცირე უზუსტობებს. თუმცა სიქჰებს შორის სარგებლობს დიდი პოპულარობით და საიმედო წყაროდ ითვლება.