სულეიმან დიასამიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''სულეიმან დიასამიძე''' (დ. [[22 ნოემბერი]], [[1893]] — გ. [[18 მარტი]], [[1962]]) — [[ქართველები|ქართველი]] რევოლუციონერი, საზოგადო მოღვაწე.
 
დაიბადა [[ბათუმი|ბათუმში]] 1893 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]] 1921 წელს, [[საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი]] 1932 წელს.
 
ახალგაზრდობაში [[რევოლუცია|რევოლუციურ მოძრაობაში]] ჩაება, დაინტერესებული იყო ქართველი [[მუჰაჯირები|მუჰაჯირების]] ბედით, ამ მიზნით მოინახულა [[ტრაპიზონი]], [[სამსუნი]], [[სტამბოლი]] და სხვა ადგილები. 1921 წელს [[საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი|საქართველოს კპ]] [[აჭარა|აჭარის]] საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტის ჩამოსაყალიბებლად, ებრძოდა [[პანისლამიზმი|პანისლამიზმის]] მიმდევრებს. 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად, შემდეგ [[თბილისი|თბილისში]] ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
 
==რესურსები ინტერნეტში==