ოქტავიანე ავგუსტუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ძვ. წ. 31]] წლის დასაწყისში ანტონიუსი და კლეოპატრა დროებით საბერძნეთში იმყოფებოდნენ, როდესაც ოქტავიანემ წინასწარი გამარჯვება მოიპოვა: მისმა ფლოტმა, [[მარკუს ვიფსანიუს აგრიპა|აგრიპას]] მეთაურობით, წარმატებით განალაგა ძალები [[ადრიატიკის ზღვა|ადრიატიკის ზღვის]] გასწვრივ.<ref name="eck 37">Eck (2003), 37.</ref> აგრიპამ ანტონიუსისა და კლეოპატრას ძირითადი ძალები საზღვაო მომარაგების მარშრუტებისაგან მოწყვიტა, ხოლო ოქტავიანე კუნძულ კერკირას საპირისპიროდ მატერიკზე გადმოჯდა და სამხრეთისაკენ დაიძრა.<ref name="eck 37" /> ზღვასა და ხმელეთზე ხაფანგში მოქცეული ანტონიუსის არმიიდან დეზერტირები ოქტავიანეს მხარეს გადადიოდნენ, როდესაც ამ უკანასკნელის ძალები ისედაც სრულიად საკმარისი იყო ბრძოლისათვის მოსამზადებლად.<ref name="eck 37" />
 
ანტონიუსის ფლოტი აქციუმის ყურის გავლით საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე გაემართა. ეს ქმედება საზღვაო ბლოკადის გარღვევის სასოწარკვეთილ მცდელობას წარმოადგენდა. აქ, 2 სექტემბერს, [[აქციუმის ბრძოლა]]ში, ის, გაიუს სოზიუსის მეთაურობით, შეეჯახა ბევრად დიდ ფლოტს, რომელიც უფრო მცირე ზომისა და ბევრად მანევრირებადი გემებისაგან შედგებოდა და აგრიპა და გაიუს სოზიუსი მეთაურობდნენმეთაურობდო.<ref name="eck 38">Eck (2003), 38.</ref> ანტონიუსი და მისი დარჩენილი ძალები იხსნა მხოლოდ კლეოპატრას ფლოტის თავზეხელაღებულმა ძალისხმევამ, რომელიც მახლობლად იცდიდა.<ref name="eck 38 39">Eck (2003), 38–39.</ref>
 
ოქტავიანე გამოედევნა მოწინააღმდეგეებს და [[ძვ. წ. 30]] წლის 1 აგვისტოს [[ალექსანდრია]]სთან დაამარცხა მათი ძალები, რის შემდეგაც, ანტონიუსმა და კლეოპატრამ თავი მოიკლეს. ანტონიუსი საკუთარ ხმალზე წამოეგო. მისმა ჯარისკაცებმა იგი ალექსანდრიაში გადაიყვანეს, სადაც ის კლეოპატრას მკლავებში გარდაიცვალა. კლეოპატრა მცირე ხნის შემდეგ მოკვდა, საზოგადო აზრით, ასპიტის ნაკბენის ან საწამლავის საშუალებით.<ref name="eck 39">Eck (2003), 39.</ref> ოქტავიანე ეფექტურად იყენებდა კეისრის მემკვიდრის სტატუსს საკუთარ პოლიტიკურ კარიერაში კიდევ უფრო მეტი წარმატების მისაღწევად, ამდენად, კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რამდენად სახიფათო იქნებოდა სხვისთვისაც რომ იგივეს გაკეთების უფლება მიეცა, ამიტომაც, იგი მიჰყვა არიუს დიდიმუსის რჩევას, რომ „ორი კეისარი ერთად ძალიან ბევრია“ და ბრძანა კესარიონის (იულიუს კეისრის ვაჟი კლეოპატრასაგან) მოკვლა,{{sfn-2|სანიკიძე|(1984)|გვ=8}} ხოლო კლეოპატრას შვილებს ანტონიუსისაგან, უფროსი ვაჟის გამოკლებით, შემწყნარებლურად მოექცა.<ref>Green (1990), 697.</ref><ref>Scullard (1982), 171.</ref>