ორლანდო მეჯიკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- სამწუხაროდ
ხაზი 45:
მეჯიკმა კვლავ მოიგო 1993 წლის NBA დრაფტის ლატარეაში. გუკასი გადადგა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და მისი ადგილი ბრაიან ჰილმა დაიკავა, რომელიც გუნდის ისტორიაში მე-2 მწვრთნელი გახდა. დრაფტზე მეჯიკმა კრის ვებერი აირჩია, თუმცა უმალვე გაუშვა [[გოლდენ-სტეიტ უორიორსი]]ში მე-3 ნომრად არჩეულ ენფერნი ჰარდევეის სანაცვლოდ, ასევე სამომავლოდ დრაფტის არჩევნისთვის. ონილის და ჰარდევეის დუეტით, მეჯიკი ერთერთი დომინანტი კლუბი გახდა [[NBA]]-ში, რომლებმაც შეძლეს 50 გამარჯვების მოპოვება (32 მარცხი). პირველად გუნდის ისტორიაში მეჯიკი პლეი-ოფში გავიდა [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]] დაკავებული მე-4 ადგილით. თუმცა პირველივე რაუნდში მეჯიკი დამარცხდა [[ინდიანა პეისერსი|ინდიანა პეისერთან]] 0-3 და გუნდისთვის სეზონიც დასრულდა.
 
1994-95 წლების სეზონში, მეჯიკმა გუნდის არსებობის მე-6 წელიწადს აიყვანა ჰორას გრანტი თავისუფალ მოთამაშედ [[ჩიკაგო ბულზი]]დან. მეჯიკმა სეზონი 57-25 დაასრულა რაც საუკეთესო იყო [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციაში]], ასევე შეძლო გუნდმა [[ატლანტიკის დივიზიონი (NBA)|ატლანტიკის დივიზიონის]] ტიტულის მოგება, რითაც გახდა მეორე ყველაზე სწრაფი გუნდი, რომელმაც შეძლო [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა. პლეი-ოფში გასულებმა მეჯიკმა შეძლო [[ბოსტონ სელტიკსი]]ს, [[ჩიკაგო ბულზი]]ს და [[ინდიანა პეისერსი]]ს დამარცხება, რასაც მათი [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა მოჰყვა, აქ გასულებს კი [[ჰიუსტონ როკეტსი]] შეხვდა და გუნდისთვის სამწუხაროდ, 0-4 დამარცხდა სერიაში.
 
1995-96 წლების სეზონი მეჯიკმა თითქმის კვლავ [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] და [[ატლანტიკის დივიზიონი (NBA)|ატლანტიკის დივიზიონის]] მწვერვალზე დაამთავრა 60-22 შედეგით, რომელსაც ონილი და ჰარდევეი ლიდერობდნენ, თუმცა მეჯიკი პლეი-ოფში მხოლოდ და მხოლოდ მეორე ადგილით გავიდნენ და ჩამორჩნენ NBA ისტორიაში ყველაზე საუკეთესო 72-10 შედეგის მქონე [[ჩიკაგო ბულზი|ჩიკაგო ბულზს]]. პლეი-ოფში გასულებმა შეძლეს [[დეტროიტ პისტონსი]]ს და [[ატლანტა ჰოუქსი]]ს დამარცხება, რის შემდეგაც გავიდნენ [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] ფინალში. [[მაიკლ ჯორდანი]]ს, სკოტი პიპენის და [[დენის როდმენი]]ს კომბინაცია მეტისმეტად რთული აღმოჩნდა მეჯიკისთვის და ამიტომ სერია 0-4 დათმეს.
ხაზი 89:
2007-08 წლის სეზონი მეჯიკმა 16-4 დაიწყო, მათ შორის მოახერხა და დაამარცხა [[ბოსტონ სელტიკსი]] და [[კლივლენდ კავალიერსი]]. თუმცა შემდეგი რამდენიმე თვე ასეთი წარმატებული აღარ გამოდგა, სადაც შემდეგ 36 თამაშში 18 მოგება და 18 წაგება ჰქონდათ. მარტის თვეში, მეჯიკს ეტყობოდა რომ იგივე სისწრაფეს კვლავ აკრეფდა, როდესაც 10 გამარჯვება მოიპოვა. როდესაც გუნდი 31 მარტს ეთამაშებოდა [[ვაშინგტონ უიზარდსი|ვაშინგტონ უიზარდსს]], შეძლო და დაამარცხა 129-87, რამაც საშუალება მისცა [[სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონის]] ტიტულს დაუფლებოდა, რაც პირველი დივიზიონის ტიტული იყო 1995-96 წლების სეზონის შემდეგ. 13 აპრილს კი გუნდმა 50-ე თამაშის მოგება მოახერხა [[ჩიკაგო ბულზი]]ს წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ საშუალება მისცა გუნდს რეგულარული სეზონი 52-30 დაესრულებინა, რაც საუკეთესო შედეგი იყო 1995-96 წლების შემდეგ. მეჯიკი პლეი-ოფში [[აღმოსავლეთი კონფერენცია (NBA)|აღმოსავლეთ კონფერენციის]] მე-3 ადგილით გავიდა, სადაც პლეი-ოფში გასულს [[ტორონტო რეპტორსი]] შეხვდა. მეჯიკს საშინაო არენის უპირატესობა 1998-99 წლების შემდეგ, პირველად ჰქონდა.
 
2008 წლის 28 აპრილს, ემვეი არენაში მეჯიკმა შეძლო [[ტორონტო რეპტორსი]]ს დამარცხება 4-1. ეს იყო მეჯიკის პირველი პლეი-ოფის რაუნდის გადალახვა ბოლო 12 წლის მანძილზე. სამწუხაროდ მეჯიკი მეორე რაუნდში დამარცხდა 1-4 [[დეტროიტ პისტონსი]]ს წინააღმდეგ.
 
ახალი 2008-09 წლების სეზონის პირველი ნახევარი მეჯიკისთვის მეტად წარმატებული გამოდგა, გუნდმა პირველ 41 თამაშში 33 გამარჯვება შეძლო და მხოლოდ 8 თამაშში დამარცხდა, რითაც ლიდერობდა [[სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონი (NBA)|სამხრეთ-აღმოსავლეთი დივიზიონს]]. თებერვლის დასაწყისში, გუნდის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა - იამირ ნელსონმა ტრავმა მიიღო, რის გამოც დარჩენილ სეზონს გააცდენდა გუნდი. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 59-23 დაასრულა, ხოლო პლეი-ოფში გასულებს [[ფილადელფია სიქსერსი]] შეხვდა, რომლის დამარცხებაც მეჯიკმა შეძლო, შემდეგ რაუნდში კი მოქმედ ჩემპიონ [[ბოსტონ სელტიკსი|ბოსტონ სელტიკსს]] შეხვდა, სადაც დამხმარე მწვრთნელი პატრიკ იუვინგი გუნდის ქომაგებს გარანტიას აძლევდა რომ შეძლებდნენ მე-7 თამაშში გამარჯვებას, რაც მოხდა კიდეც და მეჯიკმა სერია 4-3 მოიგო. კონფერენციის ფინალში გასულებს [[კლივლენდ კავალიერსი|კლივლენდ კავალიერსს]] შეხვდა, რომელსაც სეზონის MVP [[ლებრონ ჯეიმზი]] ლიდერობდა, სერია 6 მატჩიანი გამოდგა და გამარჯვებული მეჯიკი გამოვიდა, რითაც შეძლო ისტორიაში მეორედ [[NBA ფინალი|NBA ფინალში]] გასვლა, სადაც [[ლოს-ანჯელეს ლეიკერსი|ლოს-ანჯელეს ლეიკერსს]] შეხვდა. პირველ ორ თამაშში მეჯიკი დამარცხდა, თუმცა მე-3 თამაშში შეძლეს სერია 1-2 გაეხადათ. ნელსონმა მოასწრო დაბრუნება ფინალურ სერიებში, თუმცა საბოლოოდ მეჯიკი 5 თამაშში დამარცხდა ლეიკერსთან.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორლანდო_მეჯიკი“-დან