ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ (fr) Lien vers Catégorie Commons |
- სამწუხაროდ |
||
ხაზი 17:
ისტორია იწყება [[ლონდონი|ლონდონში]], [[1872]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]]. ფილეას ფოგი, ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი, მდიდარი [[ინგლისელები|ინგლისელი]], უცოლო, ცხოვრობს ბერლინგტონ გარდენში, სევილ–როუს შვიდ ნომერში ერთ მყუდრო და კომფორტულ სახლში. ამ დღეს მას მსახურად დაუდგება ვინმე ჟან პასპარტუ, ეროვნებით [[ფრანგები|ფრანგი]]. მისტერ ფოგი, როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ საკმაოდ მშვიდი, ფლეგმატური და აუღელვებელი ადამიანია. ამავე დღეს იგი სანაძლეოს დადებს რეფორმ კლუბის პატივცემულ ჯენტლმენებთან, რომ შეძლებს და შემოუვლის დედამიწას 80 დღეში. მისტერ ფოგი, თავადაც ამ კლუბის წევრია, დავა კი გამოწვეულია სტატიით „[[დეილი ტელეგრაფი|The Daily Telegraph]]”-დან, სადაც მოთხრობილია [[ინდოეთი|ინდოეთში]] [[რკინიგზა|სარკინიგზო]]. მისტერ ფოგი სასწორზე დიდძალ თანხას დებს და იმავე დღეს გაუდგება გზას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ამბავი, რომელიც ლონდონში საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.
[[29 სექტემბერი|29 სექტემბერს]] [[ინგლისი|ინგლისის]] ბანკის მთავარი მოლარის მაგიდიდან მოპარულ იქნა ბანკონოტების შეკვრა – 55 ათასი გირვანქა [[ფუნტი სტერლინგი]]. ეს ამბავი შემდგომში მისტერ ფოგს უამრავ სიძნელეს შეუქმნის. თუმცა მანამდე იგი მიემგზავრება მოგზაურობაში, მის ერთგულ მსახურ პასპარტუსთან ერთად. ისინი გაივლიან [[იტალია|იტალიას]], [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვას]] და [[სუეცის არხი|სუეცის არხით]] მოხვდებიან მეწამულ ანუ [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაში]]. [[ბენგალის სრუტე|ბენგალის სრუტის]] გავლით ჩადიან [[ბომბეი|ბომბეიში]], აქ სხდებიან მატარებელში, მათდა
მთელი ეს მოგზაურობა სავსეა მოულოდნელობებითა და ხიფათით, რასაც ჩვენი გმირები მედგრად ხვდებიან. მისტერ ფოგისა და მისი მსახურის თავგანწირვით, სიმამაცითა და ერთმანეთისადმი ერთგულებით ისინი ყველაფერს გადალახავენ და მიაღწევენ მიზანს.
|