მარკო როისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- სამწუხაროდ
ხაზი 56:
როისის ბუნდესლიგური დებიუტი დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში 2012 წლის 24 აგვისტოს შედგა [[ვერდერი (საფეხბურთო_კლუბი)|ბრემენის ვერდერის]] წინააღმდეგ, სადაც მარკომ ანგარიში გახსნა, მატჩი კი 2-1 დორტმუნდელთა სასარგებლოდ დასრულდა. იმავე წლის 29 სექტემბერს მარკო და მისი დორტმუნდი თავის ყოფილ კლუბს - [[ბორუსია მენხენგლადბახი (საფეხბურთო კლუბი)|მენხენგლადბახის ბორუსიას]] დაუპირისპირდა, მატჩი 5-0 დასრულდა დორტმუნდელთა სასარგებლოდ, სადაც მარკომ დუბლით გამოიჩინა თავი. მარკო როისის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 3 ოქტომბერს შედგა სტუმრად მანჩესტერში ადგილობრივი [[მანჩესტერ სიტი|მანჩესტერ სიტის]] წინააღმდეგ, სადაც მარკომ ანგარიში გახსნა, მატჩი კი ფრედ 1-1 დასრულდა. 6 ნოემბერს როისმა შემდეგ გერმანიის ჩემპიონთა რიგებში გოლი [[სანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)|ბერნაბეუზეც]] გაიტანა [[მადრიდის რეალი|მადრიდის რეალის]] წინააღმდეგ, მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. 21 ნოემბერს შემდგომი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მარკომ სტუმრად [[აიაქსი ამსტერდამი (საფეხბურთო კლუბი)|ამსტერდამის აიაქსს]] გაუტანა, დორტმუნდელებმა იმ მატჩში 4-1 იმარჯვეს და "პლეიოფში" D ჯგუფის გამარჯვებულების რანგში გავიდნენ.
 
2013 წლის 16 თებერვალს მარკომ თავისი პირველი „ჰეთ-თრიკი" განახორციელა დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში [[აინტრახტი ფრანკფურტი (საფეხბურთო კლუბი)|ფრანკფურტის აინტრახტის]] წინააღმდეგ. 11 მაისს მარკო ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარა თავის კლუბს და „[[ვოლფსბურგი (საფეხბურთო კლუბი)|ვოლფსბურგის]]“ წინააღმდეგ ორი გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. 2013 წლის 9 აპრილს მარკომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩში 1/4 ფინალურ ეტაპზე ესპანური [[მალაგა (საფეხბურთო კლუბი)|მალაგას]] წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, დორტმუნდელებს ნულოვანი ფრის გარდა მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. მარკომ ულამაზესი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. 24 და 30 აპრილს დორტმუნდელები 1/2 ფინალურ ეტაპზე "სამეფო კლუბს" [[რეალი მადრიდი|მადრიდის რეალს]] დაუპირისპირდნენ. დორტმუნდელთა წარმატებაში უდიდესი როლი მარკომ ითამაშა. 25 მაისს [[იურგენ კლოპი|იურგენ კლოპის]] შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში [[ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)|მიუნხენის ბაიერნს]] დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ დორტმუნდელები [[არიენ რობენი]]ს მიერ 89 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1–2 დამარცხდნენ, დორტმუნდელთაგან გამათანაბრებელი გოლი თერთმეტმეტრიანით [[ილქაი გიუნდოგანი|ილქაი გიუნდოგანმა]] გაიტანა. თერთმეტმეტრიანის დანიშვნა კი მარკო როისზე [[დანტე ბონფიმ კოსტა სანტოსი|დანტეს]] მიერ წესების დარღვევას მოყვა. მარკო როისი უდავოდ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია თავისი სათამაშო მანერითა და საფეხბურთო ინტელექტით.
 
== საერთაშორისო კარიერა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარკო_როისი“-დან