სინათლის სიჩქარე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Shako112 ცვლილებების გაუქმება (№2951675)
No edit summary
ხაზი 8:
პირველად, სინათლის სიჩქარის შესახებ აზრი გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა [[არისტოტელე]]მ, რომელსაც ამის გამო უთანხმოება მოუვიდა სხვა ბერძენ ფილოსოფოსთან - [[ემპედოკლე]]სთან (Empedocles). ემპედოკლე ფიქრობდა, რომ რადგანაც სინათლე მოძრაობს, მას უნდა დასჭირდეს გარკვეული დრო გადასაადგილებლად, ხოლო არისტოტელე არ ეთანხმებოდა და ამბობდა, რომ სინათლეს არ აქვს არანაირი სიჩქარე.
 
[[1667]] წელს, იტალიელმა ასტრონომმა [[გალილეო გალილეი]]მ ორი ადამიანი დააყენა გორაკზე ნეხევარ კმ-მდე ნაკლები დაშორებით. თითოეულ ადამიანს ეჭირა დაფარული ფარანი. ერთმა ახსნა საფარი თავის ფარანს; როდესაც მეორემ დაინახა შუქი, მანაც ასევე ახსნა საფარი. იმის დაკვირვებით, თუ რამდენი ხანი დასჭირდა სინათლეს პირველ ფარნიანთან მისვლას, გალილეო ფიქრობდა, რომ ის შეძლებდა გამოეთვალა სინათლის სიჩქარე. სამწუხაროდ, მის მიერ შერჩეული მანძილები ძალიან პატარა იყო განსხვავების შესამჩნევად. იტალიელი ასტრონომის აზრით, სინათლის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე დაახლოებით 10-ჯერ მეტი იყო.
 
[[1670]]-იანებში, დანიელმა ასტრონომმა [[ოლე რომერი|ოლე რომერმა]] [[იუპიტერის ბუნებრივი თანამგზავრები|იუპიტერის მთვარის]] - [[იო]]ს ტრანზიტი გამოიყენა როგორც სინათლის სიჩქარის ქრონომეტრი. რამდენიმე თვიანი დაკვირვებებით, როდესაც იომ იუპიტერის უკან ჩაიარა, რომერმა აღმოაჩინა, რომ დაბნელება იმაზე გვიან ხდება, ვიდრე ამას გამოთვლები წინასწარმეტყველებენ. რომერი ფიქრობდა, რომ იოდან წამოსულ სინათლეს რაღაც დრო დასჭირდა [[დედამიწა]]მდე მოსაღწევად. დაბნელებები ყველაზე მეტად მაშინ იგვიანებდნენ, როდესაც დედამიწა და და იუპიტერი ერთმანეთს უშორესი მანძილით იყვნენ დაშორებულნი, ხოლო დაბნელებები დაგეგმილ დროზე მოდიოდნენ, როდესაც ისინი უახლოეს წერტილში იყვნენ (ერთმანეთის მიმართ). მან ჩათვალა, რომ სინათლე 10-11 წუთს ანდომებს მზიდან დედამიწამდე მოსვლას. სინამდვილეში სინათლეს 8 წუთი უნდა. საბოლოოდ, მეცნიერებს ჰქონდათ რიცხვი, რომელსაც სინათლის სიჩქარისთვის გამოიყენებდნენ - რომერის გამოთვლბით 200 000 კმ/წმ.