პონტოს სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Pontus.png|მინიატიურა|250პქ|პონტოს სამეფოს მიერ დაკავებული ტერიტორია, მითრიდატეს პირველი ომის შემდეგ]]
 
'''პონტოს სამეფო''' — ელინისტური სამეფო [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სამხრეთ სანაპიროზე, [[მცირე აზია|მცირე აზიის]] ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ძირითადად დასახლებული იყო კაპადოკიელებით. შემდეგ თანდათან მიიერთა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართული (მეგრულ-ჭანური) ტომები: ([[კარდუხები]], [[ხალიბები]], [[სკვითინიები]], [[მაკრონები]], [[მოსინიკები]], [[ტაოხები]], [[ტიბარენები]]). არსებობდა [[ძვ. წ. 302]]-[[ძვ. წ. 64|64]] წლებში. დააარსა აქემენიდთა გვარის წარმომადგენელმა მითრიდატე II-მ (ხან მითრიდატე III-დ იხსენიება და ხან მითრიდატე I-ად). დასავლეთით ესაზღვრებოდა [[პაფლაგონია]], ჩრდილოეთიდან [[შავი ზღვა]], აღმოსავლეთით - [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთი]], სამხრეთით - არმენია, კაპადოკია და გალატია. დედაქალაქი იყო [[ამასია]]. ძირითადი ქალაქები იყო შავი ზღვის სანაპიროზე – [[სინოპი]], ამისოსი, თემისკირა, პოლემონიონი, კოტიორა, ტრაპეზუნტი და სხვ. ქვეყნის შიგნით – ამასია, გაზელიონი, კომანა, ქაბეირა და სხვ. გაბატონებული კლასი ბერძნულ კულტურას, ენასა და დამწერლობას ითვისებდა.
 
მდიდარი იყო ხე-ტყით, მადნეულით ([[რკინა]], [[სპილენძი]], [[ვერცხლი]]), საძოვრებით, ნოყიერი ნიადაგით. განვითარებული იყო გემთმშენებლობა, მეტალურგია მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მევენახეობა, მებაღეობა.
Line 35 ⟶ 36:
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]
[[კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები]]
__NOTOC__
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პონტოს_სამეფო“-დან