მარხვანი 1446/322: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: მინი|256x256პქ|მარხვანი, XIII-XIV სს. '''მარხვანი''', ХIII-XIV ს...
 
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Triodion 1446-322.jpg|მინი|256x256პქ|მარხვანი, XIII-XIV სს. ]]
'''მარხვანი''', ХIII-XIV სს. (საქართველოს ეროვნული არქივის ფონდი #1446, ხელნაწერი #322) 41 ფურცელი. ეტრატი; ზომა: 220x142; ზედა ფენა – კუთხოვანი ნუსხური; მელანი – შავი; სათაურები და საზედაო გრაფემები სინგურით.
 
ყველა გვერდი პალიმფსესტურია; ქვედა ტექსტი სომხურია და ლექციონარის სომხურ თარგმანს წარმოადგენს; პალიმფსესტური ტექსტი ზედა ტექსტთან მიმართებაში ვერტიკალურად არის ნაწერი. ზედა ტექსტის ორი ფურცელი ქმნის ქვედა ტექსტის ერთ ფურცელს. სომხური ხელნაწერის თარიღის ზედა ქრონოლოგიური ზღვარი – IX-X სს. ლექციონარის სომხურმა თარგმანმა, ქართულ და ალბანურ თარგმანებთან ერთად, ღვთისმსახურების უძველესი იერუსალიმური პრაქტიკა შემოგვინახა.
 
== ლიტერატურა ==
„UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“. თბილისი, 2016. რედაქტორ-შემდგენელი ქეთევან ასათიანი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარხვანი_1446/322“-დან