ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 168:
ჰიტლერის ციხიდან გამოსვლის დროს გერმანული პოლიტიკა ნაკლებად „საომარი“ იყო, ხოლო ეკონომიკური კრიზისი და ჰიპერინფლაცია შედარებით ჩაწყნარებული იყო. ამან, როგორც ლუდის პუტჩის ჩაშლამ, ნაცისტთა მიმართ ხალხის ნდობის დონის დაცემა გამოიწვია, ამას კი დაემატა ის, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ბავარიაში აკრძალული იყო ნაცისტური ორგანიზაცია. აკრძალვის მოსახსნელად 1925 წლის 4 იანვარს ჰიტლერი ბავარიის პრემიერს შეხვდა და დაპირდა, რომ ამიერიდან სახელმწიფოს პატივს სცემდა და ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ დემოკრატიული გზებით შეეცდებოდა. პრემიერი ჰიტლერს დაპირდა, რომ ხელისუფლება აკრძალვის მოხსნის საკითხს 16 თებერვალს განიხილავდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 158, 161, 162</ref> გარდა ამისა, ჰიტლერს ასევე აკრძალული ჰქონდა სიტყვით გამოსვლა. ეს აკრძალვა მხოლოდ [[1927]] წელს მოიხსნა.<ref>Kershaw 2008, გვ. 162, 166</ref><ref>Shirer 1960, გვ. 129</ref> პარტიის განვითარების მიზნით ჰიტლერმა [[ოტო შტრასერი|ოტო შტრასერს]], [[გრეგორ შტრასერი|გრეგორ შტრასერსა]] და [[იოზეფ გებელსი|იოზეფ გებელსს]] დაავალა პარტიული იდეების გერმანიის ჩრდილოეთით პროპაგანდა. გრეგორ შტრასერი, სხვებისგან განსხვავებით, ოდნავ დამოუკიდებელ ტაქტიკას იყენებდა და უფრო დიდ ყურადღებას ამახვილებდა პარტიის სოციალისტურ ელემენტებზე.<ref>Kershaw 2008, გვ. 166, 167</ref>
 
მას შემდეგ, რაც [[1929]] წელს შტატებში საფონდო ბაზარის კრახი მოხდა, გერმანია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა: მილიონობით ადამიანმა სამსახური დაკარგა, რამოდენიმერამდენიმე ბანკმა კი ბანკროტი განიცადა. ეს წაადგა ნაცისტურ პარტიას — ისინი მოემზადნენ ხალხისგან მხარდაჭერის მისაღებად და ხელისუფლებაში მოსასვლელად. გერმანელებს ნაცისტები ვერსალის შეთანხმების პირობების შესრულების შეწყვეტას და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას ჰპირდებოდნენ.<ref>Shirer 1960, გვ. 136–137</ref>
 
== ხელისუფლებაში მოსვლა ==
ხაზი 203:
 
===კანცლერად დანიშვნა===
ეფექტური ხელისუფლების არარსებობამ ორ გავლენიან პოლიტიკოსს, ფრანც ფონ პაპენსა და ალფრედ ჰუგენბერგს და მათთან ერთად რამოდენიმერამდენიმე მეწარმესა და ბიზნესმენს ჰინდერბუნგისთვის წერილის დაწერისკენ უბიძგა. წერილში ისინი ჰინდენბურგს მოუწოდებდნენ ჰიტლერი დაენიშშნა „საპარლამენტო პარტიებისგან დამოუკიდებელი<ref>Fox News, 2003</ref> ხელისუფლების“ ლიდერად, რომელიც შეძლებდა ხალხის მოხიბვლას. <ref>Letter to Hindenburg, 1932</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 146-1972-026-11, Machtübernahme Hitlers.jpg|მინი|ჰიტლერი იღებს ოვაციებს თავისი ინაუგურაციის საღამოს. [[30 იანვარი]], [[1933]]]]
ჰინდენბურგი არც თუ ისე დიდი ხალისით დაეთანხმა მათ წინადადებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ 1932 წელს ჩატარებულმა ორმა საპარლამენტო არჩევნებმა მაინც ვერ გამოიწვია უმრავლესობის ხელისუფლების ფორმირება. ამის შემდეგ ჰიტლერი თავში ჩაუდგა ხანმოკლე კოალიციას ნაცისტებსა და ჰინდენბურგის პარტიას შორის — „გერმანიის ნაციონალურ სახალხო პარტიას“. 1933 წლის 30 იანვარს, ჰინდენბურგის კაბინეტში ხანმოკლე ცერემონიის დროს დამტკიცდა ახალი მინისტრთა კაბინეტიც. ნაცისტებმა ახალ ხელისუფლებაში სამი მნიშვნელოვანი პოსტი მიიღეს: ჰიტლერი კანცლერი გახდა, [[ვილჰელმ ფრიკი]] — შინაგან საქმეთა მინისტრი, [[ჰერმან გერინგი]] კი პრუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი.<ref>Shirer 1960, p. 184</ref> ჰიტლერს ეს პოსტები გერმანიის დიდ ნაწილში პოლიციაზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდებოდა.<ref>Evans 2003, p. 307</ref>
ხაზი 214:
===პოსტდამის დღე და უკიდურესი ძალაუფლების კანონი===
1933 წლის 21 მარტს, ქალაქ პოსტდამის ჰარისონის ეკლესიაში ახალი რაიხსტაგის ფორმირების ცერემონია გაიმართა. „პოსტდამის დღე“ ჩატარდა, რათა ეჩვენებინა ნაცისტებისა და ძველი პრუსიული ელიტისა და სამხედრო ჩინების ერთობა. ამ შეხვედრაზე დილის პერანგში ჩაცმული ჰიტლერი „შეჩვეულად“ მიესალმა ჰინდენბურგს.<ref>City of Potsdam</ref><ref>Shirer 1960, pp. 196–197</ref>[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-S38324, Tag von Potsdam, Adolf Hitler, Paul v. Hindenburg.jpg|მინი|ჰიტლერი და ჰინდენბურგი პოსტდამის დღის დროს. [[21 მარტი]], [[1933]]]]
სრული პოლიტიკური ძალაუფლების მისაღწევად მთავრობაში უმრავლესობის გარეშე ჰიტლერმა ახლადარჩეულ რაიხსტაგში წამოაყენა Ermächtigungsgesetz (ნებისმიმცემი პაქტი). პაქტმა, რომელსაც ოფიციალურად ერქვა Gesetz zur Behebung der Not von Volk und Reich („რაიხისა და ხალხის ღარიბული მდგომარეობის გამოსწორების კანონი“) ჰიტლერსა და მის კაბინეტს უფლება მისცა ოთხი წლის განმავლობაში რაიხსტაგის თანხმობის გარეშე მიეღო კონსტიტუციის დამრღვევი კანონები (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა).<ref>Shirer 1960, p. 198.</ref> ამ კანონს რაიხსტაგის ორი მესამედის თანხმობა სჭირდებოდა, ნაცისტებს კი საკმარისი ხმები არ გააჩნდათ. სიტუაციის მოსაგვარებლად 81 კომუნისტი დეპუტატი (რომლებსაც, მიუხედავად ნაცისტების ანტი-კომუნიზმისია, არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მისცეს)<ref>Evans 2003, p. 335.</ref> დააპატიმრეს და რამოდენიმერამდენიმე სოციალ-დემოკრატის ხმა „აიცილეს“.<ref>Shirer 1960, p. 196.</ref>
23 მარტს, კროლის ოპერის სახლში შეკრებილ რაიხსტაგს ტურბულენციურ პირობებში მოუწია მუშაობა. SA-ს წევრები შენობას შიგნიდან იცავდნენ მაშინ, როდესაც გარეთ შეკრებილი ადამიანები გაჰყვიროდნენ კანონის საწინააღმეგო ლოზუნგებს და შენობაში მყოფ პარლამენტარებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ.<ref>Bullock 1999, p. 269.</ref> ცენტრისტების პოზიცია, რომლებიც თავიდან კანონის წინააღმდეგ იყვნენ, შეიცვალა მას შემდეგ, რაც ჰიტლერი დაპირდა პარტიის ლიდერს ლუდვიგ კაასს, რომ ჰინდენბურგი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ვეტოს უფლებას გამოიყენებდა. კანონი მიიღეს. მომხრე იყო 441, წინააღდეგი — 84. ამის შემდეგ გერმანიაში, შეიძლება ითქვას, დაკანონდა ჰიტლერის დე ფაქტო დიქტატურა.<ref>Shirer 1960, p. 199.</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან