ქრისტეფორე კოლუმბი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 95.104.27.227 ცვლილებების გაუქმება (№3151378)
ხაზი 21:
[[1469]] წელს [[კასტილია|კასტილიის]] დედოფალი [[იზაბელა კასტილიელი|იზაბელა]] გაჰყვა ცოლად [[არაგონი]]ს ტახტის მემკვიდრეს [[ფერდინანდ II (არაგონი)|ფერდინანდს]]. 1479 წელს ფერდინანდმა დაიკავა ტახტი და ყველაზე მსხვილი პირენეული სახელმწიფოები გაერთიანდნენ ესპანეთში. 1480-1485 წლებში სამეფო წყვილმა შექმნა [[ინკვიზიცია]] და მისი დახმარებით უზრუნველყვეს თავიანთი სრული ძალაუფლება, გადალახეს რა მსხვილი ფეოდალებისა და თავადების წინააღმდეგობა.
 
1942 წლის დასაწყისში გაერთიანებული [[ესპანეთი]]ს dzalisxmevitძალისხმევით დაეცა უკანასკნელი მუსულმანური სახელმწიფო პირენეის ნახევარკუნძულზე - [[გრანადის ემირატი]]. ამსთანავე დასრულდა [[რეკონკისტა|რეკონკისტული]] პროცესი, რომელიც უკვე 8 საუკუნე გრძელდებოდა.
 
მოაგვარა რა შინაგანი პრობლემები, ესპანეთმა დაიწყო საგარეო ექსპანსია. აქ მოხდა ინტერესების დამთხვევა სამეფო ხელისუფლების, [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]], ქალაქის ბურჟუაზიის და ესპანეთის სათავადოს, რომელიც [[მავრი|მავრებთან]] [[ომი]]ს დამთავრებისთანავე უსაქმოდ დარჩა.
 
== კოლუმბის ახალგაზრდობა ==
ითვლება, რომ კოლუმბი (კოლომბო) დაიბადა საშუალო შეძლების მქონე გენუურ ოჯახში. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ იტალიისა და ესპანეთის 6 ქალაქი ეცილება ერთმანეთს პატივში, რომელი არის კოლუმბის მცირე სამშობლო. სწავლობდა პავიის უნივერსიტეტში. დაახლოებით [[1470]] წელს ცოლად შეირთო დონა ფელიპე მონის დე პალესტრელო. დონა ფელიპეს მამა ცნობილი ზღვაოსანი იყო პრინც ენრიკეს დროს. კოლუმბის ჩანაწერების მიხედვით მისი ცოლის მზითებიში შედიოდა კუნძული პორტო სანტო, თუმცა ეს დადასტურებული არ არის ისტორიკოსების მიერ. [[1472]] წლამდე კოლუმბი ცხოვრობდა გენუაში, 1472 წელს კი სავონაში. 70-იან წლებში იგი მონაწილეობას იღებდა საზღვაო სავაჭრო ექსპედიციებში. ვარაუდობენ, რომ ჯერ კიდევ [[1474]] წელს, ასტრონომმა და გეოგრაფმა პაოლო ტოსკანელიმ, წერილში აუწყა მას, რომ მისი აზრით, ინდოეთამდე შესაძლებელია მიაღწიო გაცილებით მოკლე საზღვაო გზით, თუ იცურებ დასავლეთით. როგორც ჩანს, უკვე მაშინ კოლუმბი ფიქრობდა თავის მოგზაურობის პროექტზე ინდოეთში. მან გამოიტანა საკუთარი დასკვნები ტოსკანელის რჩევებზე დაყრდნობით, გადაწყვიტა, რომ უფრო მოსახერხებელია გაცურო კანარის კუნძულების გავლით, საიდანც მისი აზრით იაპონიამდე დაახლოებით 65 ათასი კილომეტრი რჩებოდა.
 
[[1476]] წლიდან კოლუმბი ინაცვლებს პორტუგალიაში, სადაც 89 წლის განმავლობაში ცხოვრობს. ცნობილია რომ კოლუმბი ეწვია ინგლისს, ირლანდიას და ისლანდიას, სადაც იგი ისლანდიელების მონაცემებს გაეცნო, დასავლეთის მიწების შესახებ. ამავე დროში, ის ასწრებს მოინახულოს ასევე გვინეა.
 
1475-1480 წლებში კოლუმბი პირველად მიუბრუნდა თავის წინადადებას გაეცურა ინდოეთისკენ დასავლეთის წყლების გავლით. ამის შესახებ აცნობა მან თავის ხელისუფლებას და ვაჭრებს მშობლიურ გენუაში. გამოხმაურება არ მოჰყოლია.