დანიელ ჭონქაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- სამწუხაროდ
ხაზი 28:
დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად გაამწესეს ოსეთში. მოვალეობის შესრულების დროს, 1846 წელს, მას თავს დაესხა ბრბო და მოკლა. პატარა დანიელი სოფელში თავისი დედის – მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდა. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში დანიელ ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. ეს ორსართულიანი სახლი სოფელში ახლაც დაცულია. საერო სასწავლებელი [[1845]] წელს დაამთავრა. ამავე წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხემძღვანელობა მას ახასიათებს, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. [[სტავროპოლი]]) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.
 
[[1858]] წლის [[1 ოქტომბერი|1 ოქტომბრიდან]] დანიელ ჭონქაძე მსახურობდა სინოდის კანტორაში მაგიდის გამგედ. მისი თხოვნა, სასულიეროდან საერო წოდებაში გადარიცხვის შესახებ დააკმაყოფილეს. სიკვდილამდე მასწავლებლის თანამდებობაზე მუშაობდა. იგი დიდი სიყვარულით ემსახურებოდა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს. დანიელ ჭონქაძე დაავადებული იყო [[ჭლექი]]თ. მისი ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა, რასაც ხელს უწყობდა ის ცუდი პირობები, რომელშიც მწერალი ცხოვრობდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი მუშაობით ძალიან გადაიტვირთა. გარდა იმისა, რომ ორ თანამდებობას ასრულებდა (მასწავლებლობა და მაგიდის უფროსობა), იმავე დროს [[ოსური ენა|ოსურ ენაზე]] თარგმნიდა საეკლესიო წიგნებს. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის მიერ დანიელს დავალებული ჰქონდა რუსულ-ოსური ლექსიკონის შედგენა. ერთ თავის პირად წერილში ამის შესახებ წერს: ''„მე ამ შრომას ხელი მოვკიდე მთელი ჩემი ენერგიით ისე, როგორც შეშვენის ახალგაზრდას, რომელსაც სურს კარიერა შეიქმნას, მაგრამ ეს შრომა სამ ასოზედაც არ მქონდა შედგენილი, რომ დამიწყო სისხლის ღებინება“.'' რუსულ-ოსური ლექსიკონის ის ნაწილი, რომელიც მწერალს შეუდგენია, ამჟამად დაცულია საქართველოს მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში. არსებობს ცნობა, რომ „სურამის ციხის“ დასრულების შემდეგ დანიელ ჭონქაძეს დაუწყია მოთხრობის - „ვინ არის დამნაშავე“ - წერა. ამ ნაწარმოებშიაც მას ყმისა და ბატონის ურთიერთობა ჰქონდა გამოხატული. გარდა ამისა, დანიელ ჭონქაძე აგროვებდა ხალხური ზეპირსიტყვიერების საუკეთესო ნამუშევრებს. მწერლის ანდერძიდან ირკვევა, რომ მას თავისი ვაჟის – გიორგისათვის უანდერძებია „ძველი ხელნაწერები“. სამწუხაროდ, ამ ხელნაწერებს ჩვენამდე არ მოუღწევია. სავარაუდოდ, ეს ნაწერები დაწვეს, როგორც ჭლექიანის ხელში ნამყოფი.
 
მოთხრობა „სურამის ციხის“ ნაწილი დანიელ ჭონქაძემ გამოაქვეყნა „[[ცისკარი (ჟურნალი)|ცისკრის]]“ [[1859]] წლის მეთორმეტე ნომერში. ზოგიერთებმა, როგორც ეს [[ალექსანდრე ორბელიანი|ალექსანდრე ორბელიანს]] თავის ხელნაწერ შრომაში აქვს აღნიშნული, თავის თავზე მიიღეს „სურამის ციხეში“ გადმოცემული მებატონეთა მოქმედებანი. თვით „ცისკრის“ რედაქტორს [[ივანე კერესელიძე]]ს, რომელიც მწერალისადმი დადებითად იყო განწყობილი, ჭონქაძის ნაწარმოების დაბეჭდვისათვის უსიამოვნება შეხვდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანიელ_ჭონქაძე“-დან