ანბანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 21:
ანბანი ენაში არსებულ თითოეულ ბგერით ერთეულს უნდა გამოხატავდეს ერთი შესატყვისი ასოთი. ძველმა რომაელებმა ეს მეტნაკლებად მოახერხეს, შექმნეს რა 21 ასოიანი ანბანი. ძველი რომაელების მიერ შექმნილ ანბანზე, ლათინურ ანბანზე დაყრდნობით შეიქმნა რიგი ევროპული ანბანებისა, მათ შორის პრინციპი: "ერთ გრაფემას ერთი ფონემა" ყველაზე უკეთ განხორციელებულია თურქულში და ფინურში, ინგლისური და ფრანგული ანბანები კი ამ პრინციპს ძალიან დაშორდნენ. იდეალური ანბანის იდეა, სადაც ზემოთ აღნიშნული პრინციპი სრულყოფილად არის განხორციელებული, შეიძლება ითქვას, რომ განხორციელებულია ქართულში და კორეულში.</p>
<p>დამწელობის ზოგიერთი სისტემა წარმოადგენს სილაბურ სისტემას. სილაბურ სისტემაში თითოეული ასოითი ნიშანი, როგორც წესი, ერთ მარცვალს გამოხატავს (მაგ. იაპონური ჰირაგანა), თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სილაბურ სისტემაში ერთი ასო შეიძლება მთელ სიტყვასაც აღნიშნავდეს. სილაბური ანბანის შესწავლა ჩვეულებრივ ანბანთან შედარებით რთულია, ვინაიდან მასში ასოითი ნიშნები უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი. ჩინური დამწერლობა მაგალითად რამდენიმე ათას ასოით ნიშანს და სიმბოლოს ითვლის. იაპონურ სილაბურ დამწერლობაში კი ორი ტიპის ანბანი გვხვდება – ჰირაგანა და კატაკანა, რომლებიც ჩინური იეროგლიფების გამარტივებულ სიმბოლოებს წარმოადგენენ.</p>
=== პიქტოგრამული და იდეოგრამული დამწელობადამწერლობა ===
<p>დამწერლობის ადრეული ნიმუშები გრაფემის სახით სურათებს იყენებდნენ, რომლის ყველაზე კლასიკური მაგალითი ძველი ეგვიპტური დამწელობაა. მაგალითად: თავდაპირველად სიტყვა beth სემიტურ ენებში აღნიშნავდა "სახლს" და თანხმოვანი "ბ"–ს ჩასაწერად სემიტურ პიქტოგრამულ დამწერლობაში სახლის მარტივ გამოსახულებას იყენებდნენ (იგივე პრინციპით ალეფი [ალფა] ნიშნავდა "ხარს", გიმელი [გამა] – აქლემს, დალეთი [დელტა] – კარებს და ა.შ.). ჩინური დამწერლობა თავდაპირველად პიქტოგრამული იყო. ხელის გამოსახატავად ხატავდნენ ხელის მტევანს, მზის გამოსახატავად ხატავდნენ მზეს და ა.შ., თუმცა როდესაც მათ სურდათ ისეთი აბსტრაქტული ცნების გამოხატვა, როგორიცაა სიყვარული ან სიძლიერე, ისინი ამას რამდენიმე პიქტოგრამის გაერთიანებით და პიქტოგრამთა ამ ჯგუფისათვის ახალი აზრის მინიჭებით ახერხებდნენ. მაგალითად: მზის პიქტოგრამაზე დახატული ხის პიქტოგრამა აღნიშნავდა აღმოსავლეთს, რაც ხეს მოფარებულ, ამომავალ მზეს აღნიშნავდა, ისინი მზის ამოსვლას აღმოსავლეთს უკავშირებდნენ. შემდგომში პრაქტიკული მიზნით მზის და ხის ხატვას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ჩინელებმა მზის და ხის აღმნიშვნელი სიმბოლოები, იდეოგრამები არჩიეს და შედეგად ეს იეროგლიფი მიიღეს – 東. ასე იქცა პიქტოგრამული დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობად. დღესდღეობით ჩინური და იაპონური დამწერლობა იდეოგრამულ დამწერლობას წარმოადგენს.</p>
<p>პიქტოგრამული ან იდეოგრამული სისტემა არაეფექტურია, გამომდინარე სიმბოლოთა იმ დიდი რაოდენობისგან, რომლებსაც ისინი შეიცავენ. მნიშვნელოვანი მომენტი კი, იდეოგრამული სისტემიდან ანბანურ სისტემაზე გადასვლისას ის იყო, როდესაც ასოითი ნიშნები გარკვეული იმპლიციტური მნიშვნელობებისაგან გაათავისუფლეს და თითოეულ ბგერით ერთეულს, ფონემას გრაფიკული ერთეული გრაფემა შეუსაბამეს. პირველი ასეთი მცდელობა ძველ შუმერება განახორციელეს შუმერულ ფონეტიკურ დამწერლობაში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანბანი“-დან