დომენტი III: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''დომენტი III''' (გ. [[სექტემბერი]], [[1676]], [[მცხეთა]]) — აღმოსავლეთ [[საქართველო]]ს [[კათოლიკოს-პატრიარქი]] [[1660]]-[[1676]] წლებში, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე. იყო ქართლის მეფის ვახტანგ V-ის პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მუსლიმანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ ცდილობდა ქართული ქრისტიანული ჩვეულებების აღდგენას. [[1664]] წელს თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის ხატი და თბილისის ანჩისხატის ეკლესიაში დაასვენა. მანვე შეაკეთა და განაახლა [[ანჩისხატი]]ს ეკლესია, [[1675]] წელს ააგო ახალი სამრეკლო.
 
[[ფაილი:Anchiskhati basilica1.jpg|მინი|ანჩისხატის სამშენებლო წარწერა]]
ანჩისხატის სამრეკლოს ამშვენებს შემდეგი წარწერა:
{{ციტატა|ჩვენ ქრისტეს მიერ კურთხეულმან ბატონიშვილმან კათალიკოზმან დომენტი აღვაშენე სამრეკლო ესე და განვაახლე საყდარი ესე სულისა ჩემისა საოხად მეფობასა ქართლსა [[შაჰნავაზი|შანავაზისსა]]. ქ-ნსა ტნიგ (1675)}}