ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+en
No edit summary
ხაზი 6:
ნიკიფორე ირბახის ცხოვრების გზა წააგავს [[ორბელიანი, სულხან-საბა|სულხან-საბა ორბელიანის]] გზას. თეიმურაზ I-ის დავალებით იგი მიემგზავრება ევროპაში და [[1626]]-[[1629]] წლებში უკვე მოიხსენიება როგორც თეიმურაზის ელჩი პაპ [[ურბან VIII]]-ის კარზე. ამ პერიოდშივე იგი ეწვია ესპანეთის მეფე [[ფილიპე II]]-ს, რომელიც მაშინ ევროპაში მიმდინარე ოცდაათი წლის ომშია ჩაბმული. რომში ყოფნისას ჩოლოყაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ქართული ბეჭდვითი წიგნის გამოცემაში. [[1629]] წელს მისი დახმარებით ჩამოისხა ქართული ანბანი. მისიონერული მიზნებით სტეფანო პაოლონისთან ერთად მან რომშივე შეიმუშავა და გამოსცა პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნები: ქართულ-იტალიური ლექსიკონი და "ლოცვანი" ქართულ ენაზე. [[1629]] წელსვე ჩოლოყაშვილი საქართველოში დაბრუნდა თეატინელთა ორდენის მისიონარებთან ერთად და იმავე წელს გახდა მეტეხის ტაძრის წინამძღვარი. მაშინდელი მიმოწერა მისიონერებს, პაპსა და ქართველ მეფეს შორის ადასტურებს, რომ ნიკიფორე ირბახი შუამავლობდა ურბან VIII-სა და თეიმურაზ I-ს შორის ქართული ეკლესიის რომთან შეერთებას (ე. წ. უნიას). [[1632]] წელს, როდესაც თეიმურაზ I იძულებული შეიქმნა იმერეთის სამეფოსთვის შეეფარებინა თავი, ჩოლოყაშვილი სამეგრელოს მთავრის [[ლევან II დადიანი|ლევან II დადიანის]] უახლოესი თანამშრომელი და მისი ვრცელი პოლიტიკური გეგმების სულისჩამდგმელი გახდა. მისიონერები მას დადიანის კარის სახლთუხუცესად იხსენიებენ.
 
[[1643]]-[[1649]] წლებში ჩოლოყაშვილი კვლავ იერუსალიმშია ქართველთა ჯვრის მონასტრის წინამძღვრად. [[1650]] წელს ის საქართველოში ბრუნდება. ჯერ იმერეთის სამეფოს კარზე იმყოფებოდა, შემდეგ კვლავ ლევან II დადიანთან, რომლის ხელისშეწყობითაც [[1656]]-[[1657]] წ. [[სამეგრელო|სამეგრელოსა]] და [[აფხაზეთი|აფხაზეთის]] [[კათოლიკოსი]] ხდება. [[1657]] წელს, ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ, ოდიშის ახალმა მთავარმა [[ვამეყ III დადიანი|ვამეყ III-მ]] სხვა თავის მოწინააღმდეგეთა შორის ჩოლოყაშვილიც შეიპყრო და საპყრობილეში მოათავსა, სადაც იგი გარდაიცვალა.
 
ჩოლოყაშვილის მრავალმხრივი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს პოლიტიკის და კულტურის აღორძინებისაკენ. თანამედროვენი მას უწოდებდნენ ბრძენსა და ფილოსოფოსს, რიტორს, "ღირსსა ყოვლისა სიკეთისა".