თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 61:
1917 წელს [[ცარიზმი]]ს დამარცხებამ და [[თებერვლის რევოლუცია]]მ შესაძლებელი გახადა [[რუსეთის იმპერია]]ში არარუსულენოვანი უნივერსიტეტის დაარსება. [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]] პეტერბურგში დააარსა საინიციატივო ჯგუფი, ხოლო მაისის დასაწყისში ჩავიდა თბილისში, სადაც ჩაიტანა უკვე მზა წესდება და დახმარებისთვის ექვთიმე თაყაიშვილს მიმართა. 12 მაისს ჯავახიშვილმა და თაყაიშვილმა გამართეს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა, სადაც საპატიო თავმჯდომარედ [[პეტრე მელიქიშვილი]] აირჩიეს. დაარსების სავარაუდო თარიღად 1918 წლის დასაწყისი განისაზღვა. დამფუძნებელმა საზოგადოებამ შექმნა ორი კომისია: აკადემიური და ფინანსური. ფინანსურს დაეკისრა უნივერსიტეტის დაარსებისთვის სახსრების მოზიდვა, ხოლო აკადემიურს — მეცნიერული ორგანიზაციისთვის ზრუნვა. აკადემიურ კომისიაში შევიდნენ: პ. მელიქიშვილი, ივ. ჯავახიშვილი, ე. თაყაიშვილი, ი. ყიფშიძე, ა. შანიძე, შ. ნუცუბიძე, ფ. გოგიჩაიშვილი, კ. კეკელიძე, დ. უზნაძე, ა. რაზმაძე. კომისიამ სხვადასხვა დროს 9 სხდომა ჩაატარა. 1917 წლის 26 ნოემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო ერთი — სიბრძნისმეტყველების ანუ ფილოსოფიური ფაკულტეტი, რომელსაც შემდეგ მიემატებოდა სხვები. 1918 წლის 13 იანვარს შედგა უნივერსიტეტის პირველი სხდომა, სადაც რექტორად ივანე ჯავახიშვილის არჩევა სურდათ, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა და რექტორად [[პეტრე მელიქიშვილი]] აირჩიეს. მიუხედავად ამისა, ფაქტობრივი რექტორი მაინც ჯავახიშვილი იყო, რადგან მელიქიშვილი არაფერს წყვეტდა უმისოდ. 1918 წლის 26 იანვარს კი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. იმავე წლის 3 სექტემბერს უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტად გამოცხადდა.
 
==[[თბილისი]]ს სახელმწიფო [[უნივერსიტეტი]]ს რექტორთა სია==
* [[პეტრე მელიქიშვილი]] - 1918/I - 1919/XII
* [[ივანე ჯავახიშვილი]] - 1919/XII -1926/VI
ხაზი 90:
* [[ვლადიმერ პაპავა]] - 2013/VII - 2016/III
* [[დარეჯან თვალთვაძე]] (მოვალეობის შემსრულებელი) - 2016/IV - 2016/IX
* [[გიორგი შარვაშიძე (რექტორი)|გიორგი შარვაშიძე]] - 2016/IX - დღემდე
 
[[საბჭოთა კავშირი]]ს დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ახალი ერა დაიწყო. მას დაეკისრა ერის სულიერებაზე ზრუნვის, ეროვნული თვითშეგნების გაღრმავების ისტორიული მისია. ამასთან მის ძირითად გამოკვეთილ მიზანს კვლავ წარმოადგენს საქართველოში თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა, კულტურისა და მეცნიერების განვითარება, ერის ცივილიზაციის დონის ამაღლება. ამიტომ, დღესაც ქართველი ხალხი თბილისის უნივერსიტეტს სიყვარულით და პატივისცემით მეცნიერების წმინდა ტაძარს უწოდებს.