გიორგი შარვაშიძე (მეცნიერი): განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''გიორგი შარვაშიძე''' (დ. 25 აპრილი, 1963)— ქართველი მეცნიერი. გი...
(განსხვავება არ არის)

13:33, 23 სექტემბერი 2016-ის ვერსია

გიორგი შარვაშიძე (დ. 25 აპრილი, 1963)— ქართველი მეცნიერი.

გიორგი შარვაშიძე დაიბადა 1963 წლის 25 აპრილს ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 2006 წელს კი თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით,.

გიორგი შარვაშიძე 1983-1993 წლებში მუშაობდა თბილისის მე-6 გიმნაზიაში მასწავლებელად, 1988-1989 წლებში საქართველოს განათლების სამინისტროში, მინისტრის თანაშემწედ, 1989-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელად. 1990 წელს გაემგზავრა აშშ-ში ვისკონსის შტატში გაცვლით მასწავლებლად სამხრეთ მილუოქის სკოლაში (South milwaukee High School, WI, USA). 1991-1994 წლებში იგი საქართველოს განათლების სამინისტროში მუშაობდა, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 1994-1996 წლებში იგი იყო საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე. 1996-2000 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მინისტრის პირველი მოადგილე. 2001-2003 წლებში უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტის (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003 წლებში განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM) პრეზიდენტი; 2003-2004 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, კადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი; 2013 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ამჟამად, კი იგი გახლავთ თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის რექტორი.

რესურსები ინტერნეტში