ჰაირი ჰაირიოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
2003
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰაირი ჰაირიოღლუ''' ({{lang-tr|Hayri Hayrioğlu;}} დ. [[1936]] — გ. [[2002|2003]]{{ფაქტი}}) — [[თურქეთი|თურქეთელი]] მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ეთნიკურად ქართველი (ვახტანგ მალაყმაძე), [[აჭარა|აჭარელ]] [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირთა]] შთამომავალი.
 
ჰაირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე [[აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)]]. სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა [[იაკობ გოგებაშვილი]]ს „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრები“, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[სიმონ ჯანაშია]]ს შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენიმეჯერ ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2003 წელს; დაკრძალულია ქ.ქალაქ ინეგოლის სასაფლაოზე.
 
== ლიტერატურა ==