ასტეროიდთა სარტყელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ასტეროიდთა სარტყელი ასევე არის ერთგვარი წყალგამყოფი, რომელიც მზის სისტემას ყოფს ორ თვისობრივად განსხვავებულ ნაწილად — შიდა და გარე მზის სისტემად. სივრცეს მზიდან ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის ჩათვლით, რომელშიც დედამიწის ტიპის პლანეტებია ([[მერკური (პლანეტა)|მერკური]], [[ვენერა (პლანეტა)|ვენერა]], [[დედამიწა]], [[მარსი (პლანეტა)|მარსი]]) განლაგებული, შიდა მზის სისტემას, ხოლო ასტეროიდთა სარტყელს მიღმა არსებულ სივრცეს, რომელშიც გაზის გიგანტები ([[იუპიტერი (პლანეტა)|იუპიტერი]], [[სატურნი (პლანეტა)|სატურნი]], [[ურანი (პლანეტა)|ურანი]], [[ნეპტუნი (პლანეტა)|ნეპტუნი]]) არიან მოთავსებული, გარე მზის სისტემას უწოდებენ.
 
ასტეროიდთა სარტყელს ასევე ძირითად სარტყელსაც უწოდებენ, რათა განასხვაონ ის მცირე პლანეტების კონცენტრაციის სხვა ადგილებისგან, როგორიც არის [[კოიპერის სარტყელი]], [[ოორტის ღრუბელი]] და [[გაბნეულიმზის დისკისისტემა#მიმოფანტული დისკო|მიმოფანტული დისკო]]. სამივე ეს რეგიონი პლანეტა ნეპტუნის ორბიტის მიღმა მდებარეობს, და „დასახლებულია“ ძირითადად მცირე ზომის სხეულებით.
 
ასტეროიდთა ძირითადი სარტყლის და ნეპტუნის ორბიტის მიღმა განლაგებული მცირე სხეულები ერთმანეთისგან შემადგენლობით ისევე განსხვავდებიან, როგორიც [[დედამიწის ტიპის პლანეტები|დედამიძის ტიპის პლანეტები]] გაზის გიგანტებისგან. ძირითადი სარტყლის ასტეროიდებს დედამიწის ტიპის პლანეტების მსგავსი შემადგენლობა აქვთ, ისინი ძირითადად მყარი მატერიებისგან — [[სილიკატები]]სა და [[მეტალები]]სგან შედგებიან, მაშინ როდესაც კოიპერის სარტყელსა, ოორტის ღრუბელსა თუ გაბნეულ დისკში განლაგებული პლანეტოიდები ძირითადად, [[წყალბადი]]ს, [[მეთანი]]სა და [[ამიაკი]]ს გაყინულ ლოდებს წარმოადგენენ.