ჰელიუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

ტიპოგრაფიული შესწორება
(ტიპოგრაფიული შესწორება)
იარლიყი: მობილური აპლიკაციით რედაქტირება
'''ჰელიუმი (He)''' - უფერო, უსუნო, უგემო, არამომწამლავი, ინერტული [[ქიმიური ელემენტი]]ა [[მენდელეევის პერიოდული სისტემა|პერიოდული სისტემის]] ე.წ. [[ინერტული აირი|ინერტული ანუ კეთილშობილი აირების]] სერიაში და მისი [[ატომური რიცხვი]]ა 2. ის მდებარეობს პირველი პერიოდის მერვე ჯგუფის მთავარ ქვეჯგუფში და ინერტული აირების ჯგუფს უდგას სათავეში. მისი დუღილისა და დნობის ტემპერატურები ყველაზე დაბალია სხვა ცნობილ ელემენტთა შორის და ის ბუნებრივ მდგომარეობაში აირის სახით გვხვდება (გარდა ექსტრემალური პირობებისა). [[მარტივი ნივთიერება]] ჰელიუმის CAS-ის რეგისტრაციის ნომერია: 7440-59-7.
 
ჰელიუმი მეორე ყველაზე გავრცელებული ელემენტია სამყაროში და ასევე სიმსუბუქით მეორეა პერიოდულ ცხრილში. თანამედროვე სამყაროში თითქმის მთელი ახალი ჰელიუმი წარმოიქმნება ვარსკვლავებში წყალბატისწყალბადის ატომის გახლეჩით. დედამიწაზე ის წარმოიქმნება შედარებით მძიმე ელემენტთა დაშლის შედეგად.
 
ჰელიუმს იღებენ ბუნებრივი აირიდან დაბალტემპერატურული დაშლის პროცესით - ეგრეთ წოდებული ფრაქციული გამოხდის მეთოდით (იხ. ''ფრაქციული დისტილაცია'' სტატიაში [[დისტილაცია]]).
4

რედაქტირება