ადარნასე II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''ადარნასე II''' — ქართველთა მეფე [[888]]-[[923]], [[ტაო-კლარჯეთის სამეფო]]ს გამგებელი, ძე [[დავით I კურაპალატი]]სა, ტაო-კლარჯეთის [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] ტაოს შტოს შთამომავალი. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის გაჩაღებულ შინაფეოდალურ ომში დავით I კურაპალატის დაღუპვის ([[881]]) შემდეგ სამთავროს გამგებლობა ადარნასე II-ის ხელში გადავიდა. დავითის მკვლელმა [[ნასრა]] [[გვარამ (გუარამ) მამფალი|გვარამ მამფლის ძემ]] [[888]] აფხაზთა მეფის ბაგრატის დახმარებით სცადა ტაო-კლარჯეთის სამფლობელოების დაბრუნება, მაგრამ ადარნასე II-მ და მისმა მომხრეებმა დაამარცხეს. ამ დროიდან დაიწყო ადარნასე II-ის გაძლიერება. ბაგრატიონთა შორის მან პირველმა მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული ([[888]]). ადარნასე II იბრძოდა [[საქართველო]]ს გაერთიანებისათვის. მას მხარს უჭერდნენ [[სომხეთი]]ს (შირაქის) მეფეები. [[891]] ადარნასე II სომხეთის შინაფეოდალურ ბრძოლებში ჩაერია და ხელი შეუწყო შირაქში [[სუმბატი აშოტის ძე|სუმბატ აშოტის ძის]] გამეფებას. [[904]] ადარნასე II-მ სუმბატის დახმარებით დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო ქართლში შემოჭრილი აფხაზთა მეფე [[კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)|კონსტანტინე]]. შემდეგში სუმბატ სომეხთა მეფემ გაათავისუფლა კონსტანტინე, რასაც ყოფილ მოკავშირეებს შორის განხეთქილება მოჰყვა. [[907]] ადარნასე II მიემხრო სომხეთში შემოჭრილ არაბთა სარდალს [[აბუ ლ-კასიმი|აბუ ლ-კასიმს]] და სუმბატის წინააღმდეგ იბრძოდა. ადარნასე II ეწეოდა კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობას: ააშენა და საეპისკოპოსო საყდრად აქცია [[ბანა|ბანის ტაძარი]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადარნასე_II“-დან