არსენ I (კათოლიკოსი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 15:
| ატრიბუტები =
}}
'''არსენ I''', ''არსენ დიდი'', ''არსენ საფარელი'' (მირიანის ძე დიდისა მირეან აზნაურისაჲ; დ. დაახლოებით [[820]]/[[830]] ― გ. [[877]]/[[887]]) ― [[ქართველები|ქართველი]] საეკლესიო მოღვაწე და მწერალი, [[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია|საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის]] წმინდანი. ხსენების დღე ― ახალი სტილით [[8 ოქტომბერი]] ([[25 სექტემბერი]]).
 
ცნობები მისი [[ბიოგრაფია|ბიორგაფიიდან]] [[გიორგი მერჩულე|გიორგი მერჩულის]] „[[გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება]]მ“ შემოინახა. არსენ I, სამცხის დიდი ფეოდალი მირიანის ძე, 6 წლისა იყო, როდესაც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა თეოდორემ და ქრისტოფორემ ხანძთის მონასტერში წაიყვანეს. იქ კარგი აღზრდა-განათლება მიიღო. მამამისმა საეკლესიო კრების დაუკითხავად ქართლის კათოლიკოსად დაადგინა. ქართლის ეპისკოპოსებმა მიიმხრეს [[გვარამ მამფალი|მამფალი გუარამ დიდი]], [[საეკლესიო კრებები|საეკლესიო კრება]] მოიწვიეს და „მძლავრობით“ დადგენილი კათოლიკოსის წინააღმდეგ გაილაშქრეს, მაგრამ [[გრიგოლ ხანძთელი|გრიგოლ ხანძთელს]] არსენ I-თვის დაუჭერია მხარი და კრებას იგი კათოლიკოსად დაუმტკიცებია.